|
2019-04-25 13:19:39, 1676 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელი იურისტი - „პანორამა თბილისის“ და თაბორის მთის პროექტები განაშენიანების წესებს არღვევს
ტედ ჯონასი ამერიკელი იურისტია, რომელიც 20 წელზე მეტია, თბილისში ცხოვრობს. კერძო იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ის „კავკასიის ბუნების ფონდის“ დირექტორთა საბჭოს წევრია და გარემოსდაცვითი აქტივიზმითაა დაკავებული. ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის მავნე გარემოსდაცვითი ზეგავლენის შესახებ. გასულ წელს, კი ერთ-ერთი ავტომაგისტრალის წინააღმდეგ მიმართული პეტიციის თანაავტორთა შორის იყო. ჯონასი სპეციალობიდან გამომდინარე “პანორამა თბილისისა” და თაბორის მთის პროექტებზე საუბრობს და აღნისნავს, რომ ხსენებული პროექტები ბილისის განაშენიანების წესებს არღვევს. "ჩემი კრიტიკა “პანორამა თბილისისა” და მისი მავნე ტყუპისცალის, თაბორის მთის პროექტის მიმართ ძლიერია და მრავალმხრივი. ეს პროექტები არღვევს თბილისის განაშენიანების წესებს, რომლებიც 80-იანი წლებიდან მოქმედებდა. ამ ლანდშაფტის ნაწილებს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუცვალეს და იქ განაშენიანება დასაშვები გახადეს. თაბორის მთის პროექტისთვის ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლს - ბოტანიკურ ბაღს მოაკლეს მიწა და გადასცეს პროექტს. თავისუფლების მოედანზე, კი სასტუმროს მშენებლობა ძველი თბილისის განვითარების წესების სრული დარღვევით დაიწყო. წინა ხელისუფლებამ იგივე გააკეთა სასტუმრო “ბილტმორის” შემთხვევაშიც, და ეს ახლაც გრძელდება. ჩემთვის “პანორამისა” და თაბორის მთის პროექტების შესახებ ყველაზე უარესი ის არის, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს შენობები აშენდა, ისაა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პროექტები იყო. ადამიანისა, რომელსაც თავისი პოზიციის გამო ჰქონდა ძალაუფლება, თავისუფლების მოედნის სასტუმროსთვის მიეღო გამონაკლისები ზონირების წესებიდან; მიეღო რეკლასიფიცირება მთაწმინდაზე არსებული ქონებისთვის; მიეღო შეცვლილი სტატუსი თაბორის მთაზე. პროცესი, რომელიც მისმა პროექტებმა 6 კვირაში გაიარა, ნებისმიერი სხვა კომპანიის შემთხვევაში 2 წელზე მეტხანს გასტანდა. ქვეყნისთვის, რომელიც ეფუძნება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, მიუღებელი უნდა იყოს, რომ ერთ ადამიანს შეეძლოს მმართველ პარტიაზე გავლენის გამო, განაშენიანების განსაკუთრებული წესები მიიღოს. ეს არაა მხოლოდ კულტურული და გარემოსდაცვითი დესტრუქცია, ესაა კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ ამბავი. ამბავი, სადაც ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს ერწყმის. თაბორის მთის პროექტისთვის, იქ, სადაც გოლფ კლუბი უნდა იყოს, ქალაქიდან მიმავალი გზა გააკეთეს, იმ არგუმენტით, რომ ქალაქის ცენტრიდან შინდისი-კოჯორის მიმართულებით ხალხი საცობების გარეშე წასულიყო. მაგრამ მიჰყევით ამ გზას, როგორც კი ამ პროექტის მიდამოებს გასცდებით, ის წყდება, აღმოჩნდებით შინდისის ჩვეულებრივ, სოფლის ტიპის მოუასფალტებელ გზაზე. ჩვენი გადახდილი გადასახადებით ამ გზის აშენების ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ივანიშვილის პროექტებამდე მისასვლელი გაკეთებულიყო. ვიმედოვნებ, მეტი დიდი პროექტის აშენება მას აღარ სურს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ტენდენცია სხვა მიმართულებით წარიმართება. ქალაქის ახალმა მერმა ზონირების ახალი რეგულაციები წარმოადგინა, შეიძინეს ახალი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტობუსები, არის მცირე პროგრესი, სულ მცირე მცდელობა მაინც. დაიწყო ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირება. კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მერი ცდილობს მართებულად მოიქცეს", - ფანაცხადა ჯონასმა "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)