|
2019-04-25 13:17:39, 1872 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: უვიზო მიმოსვლას საფრთხის წინაშე მთავრობა აყენებს
„უვიზო მიმოსვლას საფრთხის წინაშე მთავრობა აყენებს და არა ის ადამიანები, ვინც გაჭირვების გამო წავიდნენ საქართველოდან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ უკანონო მიგრაციას ხელისუფლება არა სანქციების დაწესებით, არამედ ეკონომიკის განვითარებით უნდა ებრძოლოს. „ეკონომიკური უკუსვლა, უმუშევრობა, გაჭირვება, ხვალინდელი დღის და პერსპექტივის განცდის არქონა - ეს ყველაფერი აიძულებს ადამიანებს, წავიდნენ ევროპაში უკანონო მიგრანტებად, ამიტომ საფრთხის წინაშე უვიზო მიმოსვლას აყენებენ არა ის ადამიანები, ვინც გაჭირვების გამო წავიდნენ საქართველოდან, არამედ საფრთხის წინაშე უვიზო მიმოსვლას აყენებს მთავრობა, რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს და არ აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები იძულებული არ გახდნენ თავის სარჩენად წავიდნენ ევროპაში უკანონო მიგრანტებად. რა თქმა უნდა უნდა გავუფრთხილდეთ უვიზო მიმოსვლას, თუმცა უვიზო მიმოსვლის გაფრთხილება არ არის გაჭირვებული ადამიანების წინააღმდეგ სანქციების შემოღება და კანონების მიღება. უვიზო მიმოსვლის გაფრთხილება ისეთი ხელისუფლების მოსვლაა, რომლის პირობებშიც ქვეყანა წინ წავა და ხალხი აღარ იქნება იძულებული ლუკმა-პურის საშოვნელად ევროპაში წავიდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)