06:41 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 12:23:52, 1093 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული საბჭო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებაა.

„დაცული ტერიტორიების პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება სამინისტროა, თუმცა მმართველობა  კომპლექსურია. შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა უწყების ჩართულობა მნიშვნელოვანია. საბჭოს ძირითადი საქმიანობა კონკრეტულ საკითხებზე ანალიტიკური სამუშაოს ჩატარება და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით რეკომენდაციების მომზადებაა. ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს. პაატა შანშიაშვილი დაცული ტერიტორიების საქართველოში მსოფლიო კომისიას (IUCN-WCPA) „ფოკალ ფოინთი“  ხელმძღვანელობს და აშშ-ში დაცული ტერიტორიებთან დაკავშირებული უწყებების საერთაშორისო პროგრამების მრჩეველია. ის უშუალოდ იყო ჩართული დაცული ტერიტორიების საერთაშორისო კატეგორიების სისტემის შემუშავებაში.

სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შედიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის, ასევე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics