2019-04-25 12:01:55, 1733 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-29 აპრილს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ცნობით, 27-29 აპრილს სითბოს ფონზე, ძირითადად საღამოს საათებში, საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 25-26 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27-29 აპრილს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან