05:56 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 15:44:41, 1355 ნახვა

საზოგადოება
პანკისის ხეობის მკვიდრი: ეკონომიკა უნდა განვითარდეს, მაგრამ არა ხალხის ხარჯზე

პანკისის რაიონის სოფელ ჯოყოლაში სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მოსახლეობა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სათემო კრებაზე ითათბირებს.

კრების დაწყებამდე რამდენიმე მოქალაქის გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ჰესის აშენება-არ აშენების საკითხზე თემში სხვადასხვა მოსაზრებებია, თუმცა შუა სოფელში ჰესის აშენებას ერთხმად ეწინააღმდეგებიან.  

„ჩვენი დიალოგი შუა სოფელში ჰესის აშენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად გამორიცხულია. თუ სოფელში მომხრეები ჰყავთ, ამოიყენონ მხარში და გამოიყვანონ, როგორც დღეს ჩვენ ვართ გამოსულები. გამოვიდნენ და თქვან, რომ აგერ, ხალხისგან თანხმობა გვაქვს, მაშინ დავრწმუნდებით ჩვენც და თქვენც, მაშინ ჩვენ ხმას ვერ ამოვიღებთ. თუ მაგ პროცენტის ხმები დააქუჩეს და ხალხი მოაქუჩეს, კი ბატონო, ღმერთმა გაუმარჯოთ. ჩვენ უარს ვერ ვიტყვით და არც გვაქვს უფლება, რომ მაღლა, მოშორებით აშენდეს, ამის მომხრეები ვართ. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მაგრამ არა ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის,  ხეობის განადგურების ხარჯზე. პირიქით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოსახლეობა და მომავალ თაობას  ცხოვრებისა და ჯანმრთელობისთვის ჯანსაღი გარემო შეუქმნას“, - აცხადებს სოფელ ომალოს მკვიდრი ემზარ ტოხოსაშვილი.

პანკისის ხეობაში ჰესის აშენებას ერთ-ერთი მოქალაქე შამილ გუბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, თემმა ეს საკითხი ბევრჯერ განიხილა და გადაწყვიტა, რომ ჰესი არ აშენდება. 

„როცა ეს საკითხი წამოიჭრა, ჰესი უნდა აშენდეს ალაზანზეო, იმ დღიდან ვიკრიბებით მოსახლეობა აქ. ავწონ-დავწონეთ, გავითვალისწინეთ ყველაფერი და იმ დღიდან ვიძახით - ჰესი არ აშენდება. ერთი ქისტიც რომ არ დარჩეს ცოცხალი, ყველანი სიკვდილზე წავალთ. რა დიალოგია საჭირო, ჰესი არ აშენდება. არც ზემოთ, არც ქვემოთ, საერთოდ, ჩვენს ხეობაში, ალაზანზე ჰესი არ აშენდება“, - აღნიშნა სამილ გუბაშვილმა.

ცნობისთვის, პანკისში, სოფელ ძიბახევში, სადაც 21 აპრილს მოსახლეობა და პოლიცია ერთანეთს დაუპირისპირდა, დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს. ხეობაში, ასევე  50-მდე დაცვის  პოლიციელია,  რომლებიც  ტერიტორიას 24-საათიანი რეჟიმში აკონტროლებენ. 

სეგახსენებთ, რომ 21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი მკვიდრი დაშავდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics