|
2019-04-24 12:53:16, 979 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი „ევროკავშირი კლიმატისთვის“ (EU4Climate) დაიწყო
ევროკავშირის პროექტი „ევროკავშირი კლიმატისთვის“ (EU4Climate) კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელების მიზნით დახმარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს, ბელარუსიას, მოლდოვას, სომხეთსა და უკრაინას გაუწევს. პროექტის მიზანია კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირება. ექვსივე ქვეყანაში პროექტი EU4Climate გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და მთავრობებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შედგება ევროკავშირის დაფინანსებისგან (8 მილიონი ევრო) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებისგან (800 ათასი ევრო). „საქართველოს მთავრობა მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტები და აქტიური ძალისხმევის შედეგად, ყველა სექტორში განვახორციელოთ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანას წაადგება კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. ევროკავშირის პროექტი EU4Climate ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას გაეროს კლიმატის კონვენციით განსაზღვრული სტრატეგიების შემუშავებაში. საქართველოში ჩამოყალიბდება გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის ეროვნული სისტემა, რომელიც „პარიზის შეთანხმების“ შესაბამისად განხორციელდება. პროექტის შედეგად, საქართველო შეძლებს კლიმატის ძალისხმევისათვის საჭირო სახსრების მოპოვებას და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ზომების დაგეგმვას. „კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა. ახალი პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებაში და „პარიზის შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენ ხელს შევუწყობთ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას და გარემოსა და ადამიანებზე უარყოფითი გავლენის შემცირებას“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა, ალექსანდრე დარასმა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ძალისხმევა ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას. „კლიმატის ცვლილება მყისიერ და გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, იქნება ეს ტყეების შენარჩუნება, თუ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების ხმარებიდან ამოღება. UNDP-ის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ განვითარების მწვანე გზას მრავალმხრივი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. ევროკავშირის პროექტი EU4Climate აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარსულში შესრულებული ინიციატივების შედეგებს ეყრდნობა. მათ შორისაა მასშტაბური რეგიონული პროგრამა ClimaEast, რომელიც 2013 - 2017 წლებში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომების გატარების მიზნით განხორციელდა. საქართველოში პროგრამამ ClimaEast ხელი შეუწყო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებში განლაგებული საძოვრების რეაბილიტაციასა და შენარჩუნებას.
(NS)
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)