16:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 17:54:16, 1876 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე მაჭავარიანს: ვალდებული ხართ, გვიპასუხოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია, სანქციები გამოიყენოს [ვიდეო]

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მინისტრი მის კითხვებს უპასუხოდ ტოვებს, რითაც კანონმდებლობა ირღვევა.

„რაზეც თქვენ აქ ისაუბრეთ, თითქმის ყიველაფერზე მე, როგორც დეპუტატმა, მოგმართეთ სადეპუტატო შეკითხვით. თქვენ ან არ გაგვეცით პასუხი, ან პასუხი გაგვეცით ფორმალურად და გადაგვამისამართეთ სხვაგან. აქაც ჩვენ ვერც ერთი პასუხი ვერ მოვისმინეთ. თქვენ დაარღვიეთ კანონი. რეგლამენტით, თქვენ ვალდებული ხართ დეპუტატს გასცეთ პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია მოამზადოს რეზოლუციის პროექტი და გამოიყენოს შესაბამისი სანქციები - მიმართოს პრემიერ-მინისტრს, რომ მან გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული შესაძლებლობები. რაზე არ გაგვეცით თქვენ პასუხი: პირველი - იზრდება ბიუროკრატია საშინლად. თქვენ გაზარდეთ შტატები 2019 წელს, 2018 წელს, ხოლო ძირითადი საშტატო ნუსხა მოცემულია ბიუჯეტში, ხოლო ხელშეკრულებით ადამიანები გადაყვანილია შტატგარეშედ და არავინ იცის რამდენია. მე თქვენ მოგწერეთ წერილი: „გთხოვთ გვითხარით, შტატგარეშედ რამდენი ადამიანია დასაქმებული და რამდენია მათი ანაზღაურება“. თქვენი პასუხი იყო ასეთი: „მიმართეთ შესაბამის მხარჯავ ერთეულებსო“. ეს არის დაცინვა“, - მიმართა გოცირიძემ მაჭავარიანს.

მან ასევე აღნიშნა, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერასა და სავარაუდო კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება.

„გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტის დახმარებით, ჩამოწერეთ 3 მილიარდზე მეტი საგადასახადო დავალიანება და ამბობდით, რომ ეს არის 35 ათასი ადამიანი, ჩეკის აპარატებთან დაკავშირებით დაჯარიმებული და ასე დემაგოგიურად ფუთავდით ამ ადამიანების აქციას. მე თქვენ მოგწერეთ წერილი - „გვიპასუხეთ, მოგვეცით სია, იმ ჩამოწერილი გადამხდელებისა, რომლებსაც ჰქონდათ ჩამოსაწერი 50 ათას ლარზე მეტი“. რეალურად ასეთი აღმოჩნდა 4 768 ადამიანი. თქვენ მოგვწერეთ არ გეტყვით ვის ჩამოვაწერეთო. თქვენს პასუხში წერია: „ საგადასახადო დავალიანება არ არის კონფიდენციალური, მაგრამ მაშინ როდესაც მას ჩვენ ჩამოვაწერთ, ეს ხდება კონფიდენციალური“. ჩამოწერამდე რა ვიცით ვის უნდა ჩამოაწერონ ? ასეთი აბსურდული პასუხი მივიღეთ. ამით იმალება კორუფცია. აქ არის კონკრეტული ფირმები, რომლებიც არიან დაახლოებული ხელისუფლებასთან. თქვენ ჩამოაწერეთ ამ სამ მილიარდში იმ ფირმებს, რომლებიც არიან სახელმწიფოსთან შეზრდილები და თქვენ ამას მალავთ“, - მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics