16:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 16:02:37, 1819 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი ბოკერიას: „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით - ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები თქვენ არ უნდა იკადროთ [ვიდეო]

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე კამათი საბანკო რეგულაციების საკითხს მოჰყვა.

„ეროვნული ბანკი არის გაცილებით უფრო ფრთხილი, ვიდრე ზოგადად ხელისუფლება. ყველა ქვეყანაში ასეა. გეტყვით რაში შეიძლება იყოს ჩემი და ბატონი კობას (გვენეტაძე) უთანხმოება. მაგალითად მთელ მსოფლიოში, როდესაც კრიპტოვალუტაზე და სუვერენულ ვალუტაზეა საუბარი, არც ერთი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ამის მომხრე არ არის, თუმცა მთავრობის იმ წევრებს, ვინც ფისაკლურ პოლიტიკაზე არიან პასუხისმგებლები, ეს უხარიათ და მიაჩნიათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ ისინი ხედავენ აქ ფისკალური გაჯანსაღების, გადასახადების მოგროვების მეტ შესაძლებლობებეს და ბუნებრივია, აქეთ მიიწევენ. ძირითადად ეროვნულ ბანკთან ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე. უმნიშვნელო განაკვეთებზე შეიძლება იყოს განსხვავება და ეს არის ნორმალური. გეტყვით მარტივ ენაზე, რასთან გვაქვს საქმე - ვისაც თინეიჯერი შვილი გყავთ, მე მყავს, ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. სხვაობა ბატონი კობას (გვენეტაძე) და ჩემს მიდგომებს შორის ისაა, რომ ის ამბობს, 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა: „მადლობა დიდი, ეს ვიცოდი, რომ თქვენ ბავშვებად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეები. ცუდი ანალოგი გამოგივიდათ ძალიან, მით უმეტეს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხალხის კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად, რომ ხალხმა არ იცის დაგროვება და ჩვენ ვასწავლითო“.

საპასუხოდ ივანე მაჭავარიანმა ბოკერიას „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადასვლა ურჩია.

 „თუ ვინმეს ბავშვებად მიაჩნია ვინმე, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტს ზრუნავს, თუ ეგ გინდათ, თუ არა და „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები და ეგ თქვენ არ უნდა იკადროთ“, - მიმართა მაჭავარიანმა ბოკერიას.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics