04:42 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 15:19:25, 1037 ნახვა

საზოგადოება
თემურ მიქელაძე: თუ ბავშვის ორგანიზმში რკინისა და კალციუმის შემცველობა საკმარისია, მას ტყვიით მოწამლვა არ განუვითარდება

პედიატრის, თემურ მიქელაძე განცხადებით, თუ ბავშვის ორგანიზმში რკინისა და კალციუმის შემცველობა საკმარისია, მას ტყვიით მოწამლვა არ განუვითარდება.

როგორც მან აღნიშნა,  ზოგადად ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ არის.

„ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის დროს კლინიკური გამოვლინებების იდენტიფიცირება  ძნელია. იმიტომ, რომ ესე კლინიკური, გამოხატული ნიშანი მას არ გააჩნია, თუ არ გვაქვს მწვავე მძიმე მოწამვლა. მწვავე მძიმე მოწამვლა საკმაო იშვიათია, პრაქტიკულად არც კი შეგხვედრია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა და ესეთი პაციენტები, იმ დღესვე ხვდებიან, ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში. რაც შეეხება ზოგადად ტყვიის ხანგრძლივი ქრონიკული ზემოქმედების შედეგად, შეიძლება განვითარდეს, ადვილად დაღლილობის სინდრომი, შეიძლება მოხდეს ბავშვის გონებრივი და ფსიქომეტრიული განვითარების შეფერხება,  და სკოლაში აკადემიური მოსწრება  დაქვეითება, გონებრივი განვითარების შეფერხება და ა.შ.

 ჩვენ კვლევას ვაკეთებთ იმისთვის რომ დავადგინოთ წყარო, საიდან ხდება ამ ბავშვების მოწამვლა, შესაბამისად ქვეყანამ და მთავრობამ ამის შემდეგ უნდა მიიღოს ძირითადი სტრატეგიული ღონისძიებები, რომელიც სწორედ ამ წყაროს აღმოფხვრის.

თუ ჩვენ გვექნება ბავშვებში სწორი ნუტრიენტული სტატუსი, ანუ ბავშვებთა კვება მოხდება სწორი მიმართულებით და მათ ორგანიზმში სწორად იქნება რკინის და  კალციუმის საკმარისი შემცველობა,  რაც გინდა მაღალი შემცველობა ჰქონდეთ ტყვიის, მათ ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდებათ. ამიტომ ძირითადად რეგიონებში, სამი რეგიონი იყო დასახელებული ალბათ ჩემი, აზრით მთავარია სწორი ნუტრიენტული სტატუსის შეფასება ამ  პაციენტების. თუ იქნება ამ კონკრეტული ნივთიერებების დეფიციტი, საჭიროა სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება, ასეთი პაციენტებისთვის, რომელსაც სახელმწიფო პრაქტიკულად   უფასოდ უზრუნველყოფს და შესაბამისად  ტყვიის ასეთი მძიმე მოწამვლა, ან ქრონიკული მოწამვლა მათ არ უნდა განუვითარდეთ.

 ზოგადად ქვეყანაში საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს, იმიტომ რომ სიტუაცია დაახლოებით  90 იან წლებში იგივე იყო აშშ-ში  და სწორედ აშშ იყო პირველი  ქვეყანა რომელმაც მიიღო, სტრატეგიული ღონისძიებები და ამოიღო ხმარებიდან ისეთი პროდუქტების მიწოდება რომლებიც შეიცავდა ტყვიას. ეს იყო საღებავები, ეთილირებული ბენზინი, სათამაშოები და ა.შ. თუ ეს ყველაფერი გაკონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ტყვიის პრობლემას მაქსიმალურად აღმოვფხვრით“, - განაცხადა თემურ მიქელაძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics