|
2019-04-23 15:10:26, 1863 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
"გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულოშეხვედრების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობის მაღალ დონეს. „მინდა განვმარტო რა არის საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობა - ეს არის საგადასახადო სისტემის უნარი, მობილიზება გაუკეთოს, რაც შეიძლება მეტ საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში, საგადასახადო განაკვეთების ზრდის გარეშე. თუ გადავხედავთ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგს, იქ არის ერთ-ერთი ინდიკატორი "მთლიანი საგადასახადო განაკვეთი", რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ საგადასახადო წნეხი. ამ რეიტინგში ვართ მესამე ადგილზე. ამ ნიშნულზე საქართველო აქამდე არასდროს არ ყოფილა. გვისწრებს მხოლოდ ვანუატუ და ბრუნეი. ერთი არის მცირე სახელმწიფო, ხოლო მეორე, ასევე პატარა, ნავთობზე დამოკიდებული ქვეყანა. ანუ, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ეკონომიკის ქვეყნებს შორის, ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე მცირე გადასახადებით. თუმცა, გადასახადების მობილიზაციის მაღალი დონე, მიუთითებს ჩვენს ძალიან მაღალ პროდუქტიულობაზე. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში" - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში საქართველო წარმოდგენილია, როგორც მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა ფისკალური მმართველობის ეფექტიანობის კუთხით.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)