04:42 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 15:07:45, 1051 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაციას აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. 

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი განთავსდება. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები. 

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პარკი მოქალაქეების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება. 

„ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო. პარკის ტერიტორია დაახლოებით, შვიდი ჰექტარია. პარკი სრულად მოწესრიგდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლო ბილიკებს. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები, ბავშვებისთვის სპეციალური სათამაშო ზონები,  სატრენაჟორო სივრცეები, საფეხბურთო მოედანი. განახლდება კორტების ნაწილი და მოეწყობა ამფითეატრი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საკმაოდ კარგი სივრცე გამოვა და შეიძლება ითქვას, საჩვენებელიც კი იქნება, თუ როგორი პარკები და სკვერები გვჭირდება დედაქალაქში. აღნიშნული პარკით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი. პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სხვადასხვა სახეობის 850-მდე მცენარე დაირგვება. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა გარე განათების სისტემა. 

პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ირაკლი ბენდელიანმა,  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ასევე, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საკრებულოში თამარ ტალიაშვილმა და მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics