|
2019-04-23 14:13:06, 1039 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა კონფერენცია „ქალები საქართველოს ღვინის ბიზნესში“ გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართული კონფერენცია „ქალები საქართველოს ღვინის ბიზნესში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. „მოგეხსენებათ, ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქალების როლი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში, მათ შორის, ღვინის სექტორის გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონების ჩართულობა მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. მოხარული ვარ, რომ ღვინის ბიზნესში ჩართული ქალბატონების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალბატონის ისტორიას გაეცნო. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლემ, მარია კნირშმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ქვეყნის დირექტორმა, კარლ ტესტენსენმა მიმართეს და ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. კონფერენციის ფარგლებში, რომლის მიზანსაც ქართველი და გერმანელი მეღვინე ქალების შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის და ახალი წიგნის „ნელი დუღილი - ქალები ქართული ღვინის ბიზნესში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)