|
2015-06-25 16:42:21, 408 ნახვა
საზოგადოება
MDF-სა და UNAG-ის რეკომენდაციები საზოგადოებრივ მაუწყებელს
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNAG) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი ეთნიკურ ჯგუფებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე გააკეთა. "საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობით ევალება უმცირესობების ენებზე გადაცემების მომზადება, ასევე ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების სრულფასოვანი ინფორმირება.“ - აღნიშნულია რეკომენდაციებში. რეკომენდაციები ასევე შეეხება მრავალფეროვანი გაშუქების საკითხსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებასა და თვითრეგულირებას (განსაკუთრებით ჰომოფობიური, ქსენოფობიური და არმენოფობიური განცხადებებისაგან თავის შეკავებას). საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2015-2016 წლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 28 აპრილს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)