04:44 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 15:30:31, 1051 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ჩიქოვანმა და ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის"  დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო  „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია" (GREDA) ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში.

ღონისძიება პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა და მას ასოციაციის წევრების, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების და  ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების გარდა ინვესტორი კომპანია „ფერი"-ს აღმასრულებელი დირექტორიც დაესწრო.

როგორც გიორგი ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს,  თუ რა ხდებოდა საქართველოში უახლოეს წარსულში, როდესაც ის სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე იყო დამოკიდებული.  მისი  აზრით, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რათა ჰესები არ  აშენდეს. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავტიანი ჰესი აბსოლუტურად უსაფრთხოა გარემოსა და მოსახლეობისთვის და ადგილობრივებს ინვესტორ კომპანიასთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

შეხვედრის მონაწილეთა პოზიცია პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთსულოვანი იყო - ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს განვითარების, პროგრესის ტოლფასია, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის სწრაფი ზრდის ფონზე, როცა  ენერგომოხმარება რეგიონებში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე მატულობს.

ამასთან, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების განცხადებით, მათ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია გარემოსთვის ასეთი მცირე ზომის ჰესს.

„საუბარი არ უნდა იყოს აშენება-არაშენებაზე. არაშენება და არგაკეთება მხოლოდ მეზობელი ქვეყნების წისქვილზე ასხამს წყალს, პოლიტიკური მოტივაციით არის ნაკარნახევი  და, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ჩვენ დღეს უკეთ შენებასა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს", - აღნიშნავენ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics