03:51 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 12:35:32, 1318 ნახვა

საზოგადოება
ელექტრომობილების მძღოლები ბათუმის ბულვარში გადაადგილების უფლებას ითხოვენ

ბათუმიდან ჩამოსული ელექტრომობილების მძღოლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

მძღოლები ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილების აკრძალვის რეგულაციებით ჩანაცვლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის ბულვარში ტურისტების ელექტრომობილებით მომსახურება მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

„აჭარის მთავრობას არ შეუძლია ჩვენი პრობლემა გადაწყვიტოს. ერთპიროვნულად გადაწყვიტეს, აგვიკრძალეს, არ გაითვალისწინეს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ოჯახურ, სამსახურეობრივი მდგომარეობა. სხვა სამსახური, სხვა შემოსავალი თითქმის არცერთს არ აქვს, ამათზე ვართ დამოკიდებული“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ჩხაიძე.

აქციის მონაწილე მძღოლები შეზღუდვის 1 წლით გადადებას ითხოვენ. ისინი მზად არიან სხვადასხვა რეგულაციები დაიცვან: შეამცირონ სიჩქარე, არ გააქირავონ ტრანსპორტი არასრულწოვნებზე, ელექტრომობილების რაოდენობა შეამცირონ და სხვა.

ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილება ბათუმის საკრებულოს 5 მარტის გადაწყვეტილებით აიკრძალა, რომელიც ძალაში 1-ელ მაისს შევა. შეზღუდვა  ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, უბედური შემთხვევების სიმრავლის გამო  მიიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics