09:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 15:58:41, 494 ნახვა

საზოგადოება
ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრში ქართველმა მწერლებმა ლიტერატურული საღამო გამართეს

ქალაქ ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრში ქართველმა მწერლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ლიტერატურული საღამო გამართეს.

ღონისძიება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტ "ცოცხალი წიგნები"-ს ფარგლებში გაიმართა.

გიორგი კაკაბაძე, მანანა დუმბაძე, ნათია როსტიაშვილი, გიორგი ბუნდოვანი, ბათუ დანელია, რუსუდან კაიშაური, დათო ყანჩაშვილი და მარიამ წიკლაური თავიანთი ნაწარმოებებით და ლექსებით წარსდგნენ ადგილობრივების წინაშე. შეხვედრის ბოლოს კი გაიმართა დისკუსია, მოსახლეობისათვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე.

პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში, მწერლები და პოეტები სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლების და ქალაქების საჯარო სკოლებს, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, კულტურის სახლებს და სხვა საჯარო დაწესებულებებს. ლიტერატურულ და პოეზიის საღამოებთან ერთად, ისინი ცდილობენ გამოავლინონ ადგილობრივი ნიჭიერი შემოქმედები. აღსანიშნავია, რომ პროექტი „ცოცხალი წიგნები“ პირველად ესტუმრა საზოგადოებრივ ცენტრს, თუმცა ანალოგიური შეხვედრება სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში მომავალშიც გაიმართება.

   საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics