16:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 19:48:16, 1787 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: ყველა, ვინც მონპელიეში მყოფი ადამიანების გაჭირვებით სპეკულირებს, ემსახურება იმას, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ

„ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს, და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესში უნდა იყოს.

„ის, რაც ეხლა მონპელიეში ხდება არის ძალიან დამაზიანებელი მოვლენა. ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა უნდათ საქართველო არ იყოს აღიარებული "უსაფრთხო ქვეყნად". ეს იცით რას ნიშნავს? თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ.

ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს, და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, რაც ასეთი დიდი შრომის ფასი დაგვიჯდა. ასეთი შედეგი პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში. სამწუხაროა, რომ ზოგიერთ პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის ინტერესიც ეს არის დღეს. არავის ანაღვლებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ იქნება. თუ ეს შედეგი დადგა, ეს იქნება თითოეული მოქალაქისთვის წართმეული უფლება კანონიერად გადაადგილდეს შენგენის სივრცეში.

უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ინტერესი. მათ შორის ჩვენი ემიგრანტების, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამ საშუალება მისცა ენახათ დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ოჯახის წევრები და ახლობლები. მიკვირს ამ პროვოკაციაზე რომ მივდივართ და მზად ვართ ჩვენი ხელით მოვისპოთ ეს შესაძლებლობა!“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics