18:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 15:00:08, 1671 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე ქობულიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე - გარწმუნებთ, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს

„გიორგი ქობულიას განვლილი გზა არის ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მედიის წარმომადგენლები ქობულიას გათავისუფლების მიზეზით დაინტერესდნენ და პრემიერს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრს რაიმე ტიპის პირობები ან წინააღმდეგობები.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მთავრობის სხდომის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მექნება, ასე რომ გარწმუნებთ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, გოგა ქობულიამ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა, გადაწყვეტილება უნდა მივიღო მე და ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. გარწმუნებთ აქ არაფერი გასაკვირი არ არის. მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა არის ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, ის გახლდათ „მაკკენზის“ უფროსი პარტნიორი. თვითონ ეს ფაქტი არის მეტყველი იმაზე, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი ცოდნა და მე ვფიქრობ, მან ეს ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიხედვით, რომელიც ერთად იყრის თავს ეკონომიკის სამინისტროში და უფრო მეტიც, მე ვფიქრობ ის როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics