03:51 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 17:57:29, 1855 ნახვა

საზოგადოება
„აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლები: ნათია კაპანაძის დემოკრატიულობა იაფფასიანი პოპულიზმის გამოძახილია

„აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 100-ზე მეტი თანამშრომლის წერილი წარადგინეს, სადაც 11 აპრილს ტელევიზიის სახელით გაკეთებულ განცხადებას სრულად ემიჯნებიან.

მათ აღნიშნეს, რომ არასამთავრობოების და ცალკეული პიროვნებების განწყობა ნათია კაპანაძის დემოკრატიულობის შესახებ მხოლოდ „იაფფასიანი პოპულიზმის გამოძახილია“ და ნათია კაპანაძის მართვის სტილთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვეს.

„ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს, დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებებს თანამშრომლების მიმართ. დიდი ხანია დაიწყო და მომწიფდა უკმაყოფილება და პრეტენზიები შრომის ანაზღაურების სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით. დირექტორი იღებს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ტელევიზიასა და რადიოს პირდაპირ აზარალებს, ასევე თანამშრომლებს უკარგავს მუშაობის მოტივაციას“, - ნათქვამია წერილში.

თანამშრომლებმა წერილში ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ „აჭარის ტელევიზიამ“ სარედაქციო დამოუკიდებლობას ნათია კაპანაძის დირექტორობამდე მიაღწია და ეს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში არაერთხელ აისახა.

„აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნიდან დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა იმ რეალობამდე, რაც დღეს გვაქვს და სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და ობიექტური გაშუქებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში მანამდეც არაერთხელ მოხვდა და ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით. ჩვენ ნებისმიერი მენეჯმენტის პირობებში დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და კანონით მონიჭებულ უფლებას გვქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა”,- ნათქვამია წერილში.

წერილის გამავრცელებელი თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ  მრჩეველთა საბჭო აღნიშნულ გარემოებებს გაითვალისწინებს და თავისუფალ არჩევანს გააკეთებს.  გავრცელებულ წერილს  აჭარის მაუწყებლის  310 თანამშრომლიდან ხელს  103 თანამშრომელი აწერს.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს „აჭარის ტელევიზიის“ სახელით განცხადება გაკეთდა, რომელშიც  ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ  „მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.“ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics