|
2019-04-18 17:07:13, 1671 ნახვა
რეგიონი
სარგავი მასალის სერტიფიცირების დანერგვის პროექტი იწყება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეუროების ორგანიზაცია (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს იწყებს. პროექტი ორ ძირითად მიმართულებას - სერტიფიცირების სისტემის და საკანონმდებლო ბაზის დახვეწას და სანერგეების შესაძლებლობლების გაძლიერებას მოიცავს, მათ შორის, ნერგის მწარმოებელთა ასოციაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობას და სანერგეების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას. საქართველოში სანერგე მეურნეობების მდგომარეობის შესწავლის და მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა სარგავი მასალის სერტიფიცირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. სანერგეების წარმომადგენლებმა პროცესში არსებულ ხარვეზებსა და მათ მოთხოვნებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და ევროპელი ექსპერტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წელს დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის წარმომადგენლებმა საველე ინსპექტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 სანერგეს კვალიფიციური სანერგის სტატუსი მიანიჭეს. სანერგის კვალიფიციურობის დადგენისას, შემფასებელი კომისია სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი კი, მიმდინარე წელს დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ ახორციელებს. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მთესლეობის შესახებ“ არეგულირებს, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა. აღნიშნული კანონი მიზნად ისახავს თესლისა და სარავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.
(NS)
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)