18:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 22:57:29, 1940 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: ჯანდიერს და მწარიშვილს უთხარით, რაც მურუსიძეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დაეწერა, ის განაჩენი დაწერონ

"რისი უფლებამოსილება ჰქონდა მურუსიძეს და არ გააკეთა. ჯანდიერს და მაია მწარიაშვილს უთხარით, ხომ ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა დაეწერა? რაც მურუსიძეს მოქმედი კანონმდებლობის  ფარგლებში უნდა დაეწერა, ის განაჩენი დაწერონ“ - განაცხადა ტვ პირველის თოქშოუში „პოლიტმეტრი“ ქართული ოცნების საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა.  

"იმ ვითარებაში გახდენ ერთი წუთით მურუსიძენი, დასხდნენ და კალმით დაწერონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც სთხოვენ მურუსიძეს. როცა ისინი გადაწყვეტილებას დაწერენ ქაღალდზე და მოაწერენ ხელს, მოიშველიებენ კანონმდებლობას, საპროცესოს, მათ შორის , მერე ეს გადაწყვეტილება ავიღოთ, ავიღოთ მურუსიძის გადაწყვეტილებაც და მსოფლიოს სამ საუკეთესო იურიდიულ კომპანიას შევუკვეთოთ ექსპერტიზა, ესენი არიან მართლები, თუ ის იყო“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, დემაგოგიაა, როცა არ ისმება  კიტხვა, რომ მურუსიძე იყო ვალდებული გამოეტანა უკანონო განაჩენი. 

„ეს შედეგი დააყენა იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დაგეგმა, ჯერ მოკლა, მერე მართლმსაჯულება გაამრუდა, მერე თავზე დაახია სამართალი , მერე შეიწყალა და გამოუშვა მურუსიძე ამბობს არ ვიყავი მსხვერპლიო და ბიძინა ივანიშვილმა შეაფასა ის მსხვერპლად თუ სხვამ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მსხვერპლი იყო მთელი ქვეყანა, ერთი კაცის დიქტატის. ჩემთვის ასჯერ მძიმეა, უსამართლობას ვებრძოდი და ვაკრიტიკებდი , ახლაც მაწუხებს უსამართლობა, როდესაც რეჟიმის შემოქმედები, მკვლელები და მათი გამპრავებლები მას ეძახიან მკველს და ამაში ხელს უწყობ ადამიანი, რომელიც ჩვენს მხარეს იყო. ზალიან ხომ არ გავაყოყჩეთ ყველამ ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასთან ასოციერდებიან
რატომ აძლევს საკუთარ თავს უფლებას შალვა შავგულიძე, რომ მიუტევოს სისტების ორგანიზატორებს, ბოკრიას მიუტევოს და არ მიუტევოს რიგით შემსრულებელს. მურუსიძე რიგითი შემსრულებელიც არ იყო. საიდან ეს უფლებამოსილება? ჯანდიერი ამბობს, რომ მურუსიძე არის ვირუსი და ბოკერია არის ანტივირუსი, სირცხვილი არ არის ? არარაფერი აღარ არის ამქვეყანაზე, რომ მურუსიძე ვირუსია და ბოკერია ანტივირუსი?“ - აცხადება ლაშა ნაცვლიშვილი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics