|
2019-04-17 17:19:59, 1638 ნახვა
რეგიონი
სულხან ღლონტმა B Talks-ზე ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო. B Talks-ის ფარგლებში, ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო „ბია“-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დეპარტამენტის თავმჯდომარემ სერვისის გაუმჯობესებისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას, რომელსაც აჭარაში მოქმედი 150-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ბაზრების ათვისების გზები, ბიზნესის უფლებების დაცვა და რეგიონში ტურიზმის განვითარება განიხილეს. ბიას წარმომადგენლებმა სტუმრებს აჭარის რეგიონის შემაჯამებელი სტატისტიკა წარუდგინეს და რეგიონული ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც საქართველოს ბიზნესომბუცმენი ირაკლი ლექვინაძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგო პეტრიძე ესწრებოდნენ. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს რეგიონში ტურიზმის განვითარების, სერვისის გაუმჯობესებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია აჭარა ვაქციოთ ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად, რასაც ემსახურება კიდეც ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, როგორც მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შექმნის, ასევე რეგიონის რეკლამირების კუთხით. ჩვენ მოვამზადეთ აჭარის ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2019-2025, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ. ეს იქნება მთავარი დოკუმენტი, რომელითაც ბიზნესსექტორი თავიდანვე მიიღებს ინფორმაციას, რას გეგმავს აჭარის მთავრობა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით“, განაცხადა სულხან ღლონტმა ბიზნესს სექტორთან შეხვედრისას. B Talks ბათუმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)