03:02 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 13:46:07, 1765 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს

 „პანორამა თბილისის“ მშენებლობა არა მერიის, არამედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშაა, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მეხუთე კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველობას გულისხმობს.

„მშენებლობის ფუნქციური დანიშნულებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე თუ რომელია მეხუთე კლასის მშენებლობა, კანონმდებლობა განსაზღვრავს.   რადგან „პანორამა თბილისის“ ობიექტი მასშტაბურია,  გაყვანილი იყო მეხუთე კატეგორიაში, რომლის მშენებლობის ნებართვასაც და სამშენებლო ზედამხედველობასაც  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. მერიის საზედამხედველო, ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი არ არის“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

თბილის მერის მოადგილე მაია ბითაძე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი  საკანონმდებლო დონეზეა დარეგულირებული და მისი აღსრულება ყოველდღიურად უფრო მკაცრდება. მან ყველას, მათ შორის დასაქმებულებსაც უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.

„შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს არ არის თითოეული მუნიციპალიტეტის საკითხი, არც მხოლოდ ეკონომიკის საკითხი, ეს არის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული საკითხი და იცით, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც სხვათა შორის, საერთოდ არ არსებობდა რამდენიმე წლის წინ, უკვე ამოქმედებულია და მისი ასრულება ყოველდღიურად, უფრო და უფრო მკაცრდება“, - აცხადებს ბითაძე.

შეგახსენებთ, გუშინ "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადავარდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics