|
2019-04-16 17:50:53, 1897 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი რუსთავში ციხის მშენებლობაზე: პროცესების პოლიტიზება არ ივარგებს
ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის კვლავ ღიაა, თუნდაც იმისთვის რომ ერთად დავითვალოთ მანძილი ციხის კედლებამდე, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავში, ჭყონდიდის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნებს, რომლებიც ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პროცესის პოლიტიზირება არ ივარგებს. „ვფიქრობ, ამ პროცესების პოლიტიზება არ ივარგებს. საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, პენიტენციური სამსახურის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დასაცავად და ასევე, დანაშაულთან უფრო ეფექტურად საბრძოლველად. ინფრასტრუქტურული განვითარება თუ არ იქნება სისტემაში, ჩვენ დანაშაულს ეფექტურად ვერ შევებრძოლებით. ვფიქრობ, საზოგადოება არის ერთსულოვანი, დანაშაულთან საჭიროა ეფექტური ბრძოლა. როცა მსჯავრდებული ხვდება საპატიმროში მისი უფლებების დაცვა მაღალი ხარისხით არის საჭირო და დასახულია ის სამი ღია დაწესებულება ეგრედ წოდებული ზონები თუ კოლონიები, რომლებიც ჩვენ საბჭოთა წარსულიდან გვხვდა წილად. ამიტომ ეს ვერ მოხდება ინფრასტრუქტურული განვითარების გარეშე, ვფიქრობ დაახლოებით 60 მილიონიანი ინვესტიცია, რაც რუსთავისთვის კეთდება ჩვენი სისტემის მხრიდან, არის უნიკალური შესაძლებლობა. ამასთან ამ სისტემაში დასაქმდება 500-დან 600-მდე ადამიანი.დასანანია, რომ ზოგიერთი ადამიანი დიალოგის რეჟიმს არ ემხრობა და კარვის გაშლის მეთოდს მიმართავს. ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის კვლავ ღიაა, თუნდაც იმისთვის რომ ერთად დავითვალოთ მანძილი ციხის კედლებამდე, ერთად ვნახოთ რენდერები, ესკიზები, პროექტები და ჯანსაღი დიალოგის ფარგლებში ვისაუბროთ იმაზე, თუ ამხელა ინვესტიცია რას მოუტანს რუსთავს, რუსთაველებს და კონკრეტულად ჭყონდიდის დასახლების წარმომადგენლებს“, - აცხადებს წულუკიანი. შეგახსენებთ, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ დღეს სასჯელაღსრულების მშენებარე დაწესებულებასთან კარვები გაშალეს.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)