|
2019-04-16 16:21:29, 1736 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება შესაძლებელია
„ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების შერჩევასთან და როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი წარდგინების საფუძველზე მომზადდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დასკვნასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინი გამართლდა. მისი განცხადებით, წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება, მათ შორის, იმ რეკომენდაციებისაც, რომლებიც პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. „ჩვენ იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ, გავიზიაროთ ის რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა კონსტიტუციისა და სამართლის ლოგიკასთან და ამ მიდგომის შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია, წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება, მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც არის აბსოლუტურად გაუგებარი, თუ რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით, კონტექსტის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც არის შესაძლებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის გაუგებარია რატომ შეიძლება ეშინოდეს ვინმეს ამ კრიტერიუმის, თუმცა გავითვალისწინოთ კონტექსტი და ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც ერთ-ერთი ინიციატორის ამ კანონპროექტის ერთერთი ინიციატორის, რომ ეს წინადადება შეიძლება გავითვალისწინოთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. კობახიძის აზრით, ასევე, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას რეკომენდაცია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება. „ორგანული კანონის პროექტში ჩვენ უკვე ავსახეთ ყველა ის ნორმა, რომელიც გამორიცხავს მთლიანად ინტერესთა კონფლიქტს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის დროს. კერძოდ, ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანდიდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და როგორც მოგეხსენებათ, აქ არის მთლიანად გამორიცხული ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა არის ინიციატივა, რომ მას არ ჰქონდეს საერთოდ ხმის მიცემის უფლება, ანუ საბჭოს წევრს, რომელიც არის კანდიდატი, საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის შესაძლებლობა და კონტექსტის გათვალისწინებით, აქაც, მე პირადად, მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამ რეკომენდაციის გაზიარება. დავაზუსტებ, ეს არის ჩემი, როგორც ერთერთი მომხსენებლის პოზიცია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საჭიროა, გაიმართოს მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი. "ხვალ დილიდან გაიმართება შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით და ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, გაიმართება აუცილებლად უმრავლესობის შეკრება, სადაც ვეცდები დავარწმუნო ჩემი კოლეგები იმაში, რისიც შეიძლება, ბოლომდე მეც არ მჯეროდეს და შევეცდები, დავარწმუნო ისინი იმაში, რომ საჭიროა კონტექსტის გათვალისწინებით, გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის ისეთი რეკომენდაციებისაც, რომელიც, შეიძლება, არ ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)