|
2019-04-16 14:17:01, 1819 ნახვა
კომენტარი
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები: დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ შსს-ს კამპანია საგზაო შემთხვევებს შეამცირებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო ,,რუმსში’’ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. შინაგან საქმეთ სამინისტროს კამპანიის "მეტი სიცოცხლისთვის" პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის - ეკა ლალიაშვილის განცხადებით, მათ დიდი მოლოდინი აქვთ კამპანიის და მიესალმებიან იმ აქტივობებს, რასაც შინაგან საქმეთ სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გეგმავს. "ძალიან მისასალმებელია ის კამპანია, რომელიც დღეს გაიხსნა - "მეტი სიცოცხლისთვის" და გვეუბნება, რომ მართალია არ მოგვწონს ქუჩაში ამოტრიალებული მანქანები, ჩვენ ეს არ გვსიამოვნებს და გვიწევს გამოვიდეთ იმ კომფორტის ზონიდან სადაც დღეს ჩვენ ვართ. კამპანია გვეუბნება, რომ თუ დავარღვევთ საგზაო უსაფრთხოების წესებს, შედეგი დადგება მსგავსი. სწორედ ასეთი შედეგი დაუდგა შარშან 459 ადამიანის, რომლებმაც სიცოცხლე დატოვეს გზებზე და ათიათასობით ადამიანს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ჯანმრთელობა და ნაწილი მათგან შეიძლება ცხოვრება გააგრძელა შეზღუდული შესაძლებლობებით. ამიტომ, ეს არის კამპანია, რომელიც წინასწარ გვეუბნება, გვააზრებინებს, რომ საჭესთან უნდა ვიყოთ ფრთხილად. ძალიან მნიშვნელოვანია ის აქტივობები, რომელიც იგეგმება - მაგალითად საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, ქულათა სისტემის მიბმა კამერებთან, რომელსაც შინაგან საქმეთ სამინისტრო კამპანიის პარალელურად აპირებს. ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს კამპანია შეამცირებს საგზაო შემთხვევებს კანონის დახვეწით და მისი სათანადო აღსრულებით“, - განაცხადა ეკა ლალიაშილმა. „ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის ირაკლი ზურიას განცხადებით: „უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მეტი სიცოცხლისთვის“. ასეთი კამპანიები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მოხარულები ვართ ამ კამპანიის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის გაამართლებს თავის მოლოდინებს და მიზანი, რაც დღეს ითქვა, რომ ნაკლები ადამიანი დაშავდეს საქართველოს გზებზე, ნაკლები ადამიანი დაიღუპოს - იქნება გამართლებული. რა თქმა უნდა ჩვენც, არასამთავრობო სექტორიც დავუჭერთ მხარს ამ კამპანიას და ჩავერთვებით ჩვენი პატარ-პატარა, მცირე პროექტებით და ვეცდებით, რომ სიტუაცია გავაუმჯობესოთ საქართველოში." შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, - საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეო-რგოლები. ასევე, შეიქმნა ვებ-გვერდი formore.life და ფეისბუქ-გვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)