02:03 - 17 May, 2026
|
2019-04-16 10:41:03, 1352 ნახვა
საზოგადოება
„ზანავის“ მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიყიდა
სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზანავის" მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია (ჭაბურღილები №39, №143 და №144) აუქციონის წესით გაიყიდა. აუქციონზე ლიცენზია 1 000 000 ლარად იყო გამოტანილი, გასაყიდმა ფასმა კი 1 100 000 ლარი შეადგინა. 15 აპრილს გამართული აუქციონის გამარჯვებული შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი" გახდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია და ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება.
(NS)
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)