|
2019-04-15 14:51:03, 1749 ნახვა
რეგიონი
ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირების პროექტის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა
აჭარის მთავრობა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტი (ხიჭაურის დასახლება) -გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 მლნ 797 ათასი ლარია. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მსურველ სუბიექტებს შესაბამისი განცხადების გაკეთება 5 მაისიდან 10 მაისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა უზრუნველყოს. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი: დასრულებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი. სოფ.სალიბაურიდან-სოფ.ხიჭაურამდე გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ. მონაკვეთზე ჩაიდო, რაც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. გაზსადენი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის (ხიჭაურის) ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა. მეორე ეტაპი: უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რაც შუახევიდან(სოფ.ხიჭაური)-გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. დასაქმდება 140 ადამიანი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://tenders.procurement.gov.ge
(NS)
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)