18:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-15 12:11:36, 1901 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ვენეციის კომისიას ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, პარასკევამდე კანონპროექტის მიღება რომ მოგვესწრო

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს შეეხება, ხვალ გამოქვეყნდება. 

როგორც კობახიძემ განმარტა, კომისია ინფორმაცირებულია შემჭიდროებული ვადების შესახებ და კანონრპეოქტის კენჭისყრაზე გატანა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება. 

„ვენეციის კომისია არის საქმის კურსში ვადებთან დაკავშირებით, ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, იმისთვის, რომ პარასკევამდე მოგვესწრო ამ კანონპროექტის მიღება. შესაბამისად, ჩვენ ხვალისთვის ველოდებით დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით , ეს არის მათი დაპირება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ მათი რეკომენდაციები კანონპროექტში. ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ იქნება კანონპროექტის მიღება“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე - რატომ ჩქარობს საპარლამენტო უმრავლესობა მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას, კობახიძემ განმარტა, რომ უზენაეს სასამართლოში ამ დროისთვის მხოლოდ 10 მოსამართლეა, ივნისში კი, მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ მიზეზით კანონპროექტის მიღება 2 კვირის წინ სურდათ, თუმცა მისივე მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics