|
2019-04-13 14:43:56, 2323 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: უსუსურ ოპონენტებს მინდა მივმართო, ნურავის ექნება იმედი, რომ ისინი შუღლისა შემოტანას შეძლებენ
"ნურავის ექნება იმედი, რომ ისინი რაიმე ფორმით შეძლებენ შუღლისა და განხეთქილების შემოტანას", - ამის შესახებ „პარტია ქართული ოცნების“პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში მერობის კანდიდატად ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" მერობის მერობის რიგგარეშე არჩევნებზე აუცილებლად გაიმარჯვებს. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, წარდგენილი კანდიდატის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაურ დარგალი საკუთარი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. "მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა, ჩვენი პარტიის პატივისცემა და გვერდში დგომა, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. ჩვენი მთავარი სიძლიერე, ეს არის ჩვენი ერთობა. საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, თავისი მრავალეთნიკურობით და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნავს და შრომობს, რა თქმა უნდა ჩვენი სიმდიდრეა. მე მინდა ამ რეგიონს და ამ ხალხს, განსაკუთრებულად მოვეფერო და მივესალმო. საყოველთაოდ ცნობილი და დადასტურებული ფაქტია, რომ ამ მხარეში განსაკუთრებულად მშრომელი ხალხი ცხოვრობს. თქვენი შრომა არის საყოველთაოდ ცნობილი საქართველოში. ამიტომ , ის რაც პრემიერმა განაცხადა, ის პროგრამები, ის გეგმები რაც დაგეგმილი აქვს ჩვენს მთავრობას, მე მჯერა რომ კიდევ ერთხელ გააძლიერებს ამ მხარის მოსახლეობას. რაც შეეხება არჩევნებს და ჩვენს კანდიდატს. მინდა რამდენიმე სიტყვით ვისაუბრო ჩვენს ახალგაზრდა, საამაყო კანდიდატზე. ზაურ დარგალი არის მართლაც საამაყო მაგალითი, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას თავისი შრომითა და განათლებით. ზაური მე გავიცანი დაახლოებით 6 წლის წინ და მას შემდეგ ჩვენ ყველანი ვხედავთ მის ძალიან დიდ პროგრესს, წარმატებას. მისი წარმატება მდგომარეობს მის შრომისმოყვარეობაში. მე მჯერა რომ ზაურ დარგალი იქნება თქვენი საამაყო ქალაქის მერი. ის მოემსახურება მარნეულელ ხალხს, ის იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე და მუდამ თქვენს გვერდით იქნება. რაც შეეხება მის ოპონენტს, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგრვა, მათ წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს ჩვენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ უსუსურ ოპონენტებს მივმართავ, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ, ჩვენი გუნდი ამას არ დავუშვბეთ და ამ არჩევნებზე ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩვენს კანდიდატს წარმატებებს, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)