14:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-13 14:48:24, 1981 ნახვა

რეგიონი
პრემიერი: სახელმწიფო მარნეულში სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩადებულ ინვესტიციას სამჯერ გაზრდის

 „მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებს მთელ საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მარნეულში მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენის დროს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მარნეულში სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩადებულ ინვესტიციას სამჯერ გაზრდის.

„თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული ენერგიისა და მუხტის მატარებელია, ჩვენ როგორც ერთი ქვეყნის შვილები, საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში ვგდავართ. ჩვენთვის, ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ამიტომ, არის ის, რომ 2019 წელს ჩვენ გამოვყავით რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულისთვის, თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმისთვის, რომ დავაგოთ ახალი გზები, ავაშენოთ ახალი სკოლები და ბაღები, იმისთვის რომ ავაშენოთ და მწყობრში მოვიყვანოთ საირიგაციო სისტემები და მოვაწესრიგოთ ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა მარნეულში. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებს მთელ საქართველოს და თითოეულმა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები და სწორედ მარნეული გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ამ პროგრამების. მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ და გავასამმაგებთ იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს მოქმედებს თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში. 19 მაისს თქვენ აირჩევთ ახალ მერსს, რომელიც პასუხიმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში პრობლემების მოგვარებაზე და თქვენივე რჩევით ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი, ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში, ღირსეული ახალგაზრდა ზაურ დარგალი“, - განაცხადა მამუკა ბახტრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics