|
2019-04-13 13:10:24, 1715 ნახვა
საზოგადოება
იაპონელი ღვინის მაგისტრი: ქართული ღვინის დაყენების მეთოდი უნიკალურია
ტოკიოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო" ფარგლებში იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენატაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა. ღონისძიებას 120-მდე სტუმარი - ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, იაპონიის სომელიეთა ასოციაციის წევრები, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც კენიჩი ოჰაში 3 საათის მანძილზე ქართული ღვინის კულტურასა და ქართულ ღვინოს აცნობდა. კენიჩი ოჰაშიმ სტუმრებს უამბო, რომ ქვევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა, ქართული ქვევრის ღვინის წარმოება 8000 წლის წინ დაიწყო და ღვინის წარმოების ქართული მეთოდი უნიკალურია მთელს მსოფლიოში. ღვინის მაგისტრმა ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი აზრით, ასევე განაპირობებს ქართული ღვინის გემოვნურ თვისებებსა და განუმეორებლობას. „საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელი ქვეყანაა, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ ქართული ღვინის შესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია“, - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge"-ს ხელმძღვანელობს. ეს კომპანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს. პრეზენტაციის მსვლელობის დროს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემვნებინათ შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების სხვადასხვა დასახელების ღვინოები: „შატო მუხრანი", „თბილღვინო", „თელედა/ორგო", „თელიანი ველი", „სტორი", „მეღვინეობა ვაზიანი", „ასკანელი ძმები", „დუგლაძეების ღვინის კომპანია", „თელავის ღვინის მარანი", „მეღვინეობა შუმი" და „სესიაშვილის მარანი". პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო", რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო" არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.
(NS)
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)