|
2019-04-12 18:26:44, 1550 ნახვა
პოლიტიკა
პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით დაიწყო. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვაზე მსჯელობენ. ხმაური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც პოლიეთილენის აკრძალვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, როგორც პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, ქვეყანაში ხორციელდება არადეგრადირებადი პარკების იმპორტი, არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორია. „სამხარაულმა დასკვნა დადო, რომ ის, რაც შემოვიდა პოლიეთილენის შემცველია და მე ვფიქრობ, საკითხი როცა ქვეყანაში ხდება, ალბათ უნდა გვქონდეს ის, რომ ეს უკვე სხვა სუნს ატარებს, ეს უკვე დანაშაულია სისხლის სამართლის, იმიტომ, რომ გაყალბებული საქონელი შემოდის ქვეყანაში და მაგ უწყების წარმომადგენლებიც ხომ რა მოგვწვია ვინმე, საბაჟო იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო, რა მოტივით განაბაჟეს - ერთი, მარტო სერტიფიკატზე დაყრდნობით, როგორც ხედავთ არ აღმოჩნდა ის სერტიფიკატი და ბევრ სერტიფიკატთან გააჩენს ალბათ კითხვას“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)