|
2026-11-06 21:00:50, 297 ნახვა
საზოგადოება
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს - მათი პროტესტი გამოიწვია ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, მომავალი კვირიდან, 9 ნოემბრიდან, იმავე შენობაში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის მშობელი და ამავდროულად სამეურვეო საბჭოს წევრი ნონა ცაბაძე ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სკოლის შესახებ დასკვნა მოულოდნელად მიიღეს. მასში წერია, რომ შენობა მეოთხე კატეგორიის ავარიულია ანუ გამაგრებას არ ექვემდებარება: „ვიცით, რომ ავარიულია შენობა და მიდის განხილვა, რა შეიძლება გაკეთდეს. ბოლო ინფორმაცია იყო, რომ სექტემბრიდან ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში უნდა გადავსულიყავით... მოულოდნელად მოვიდა სამხარაულიდან დასკვნა და ორშაბათიდან სკოლაში ვერ შეგიშვებთო...“ მშობლებისთვის მიუღებელია განათლების სამინისტროს სამივე შეთავაზება: ონლაინ სწავლება; 51-ე სკოლასთან შერწყმა, მეორე ცვლაში სწავლება; ჰიბრიდული სწავლება. „მოვითხოვთ, სანამ მოიძებნება ალტერნატიული ფართი, სადაც ბავშვები შეძლებენ დილის საათებში შეუფერხებლად სწავლას და კლუბები, დავრჩეთ ამ სკოლაში... პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. აქვე გვაქვს მთავრობის კანცელარია, უცებ გადავინაცვლებთ იქ“, - ამბობს ის. სკოლის დირექტორმა მედიასთან საუბარი არ ისურვა. სკოლასთან შეკრებილი მშობლები კი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეგიონული მართვის სამმართველოს უფროსმა თამარ მენაფირემ დირექტორთან შეხვედრა დაასრულა. „სამუშაო პროცესია, სკოლასთან გვექნება დამატებითი კომუნიკაცია და სასკოლო საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას... მეტს ვერაფერს გეტყვით“, - თქვა თამარ მენაფირემ. სკოლა განათლების სამინისტროსგან პასუხს კვირა დღის ბოლომდე ელოდება. საქართველოში არაერთი სკოლაა, რომლებშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, შემდეგ კი მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ იქ საგანმანათლებლო პროცესი ვერ გაგრძელდებოდა. რადიო თავისუფლებამ 10-ზე მეტი ასეთი სკოლა დათვალა.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)