|
2019-04-12 18:10:37, 1061 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ნაცვლიშვილი: ივანიშვილმა შავგულიძის მიმართ რამდენიმე ვარაუდი გამოთქვა, კითხვა არ ნიშნავს ვერდიქტს
ლევან მურუსიძე მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოში ჩაებრუნებინა საქმე, ვინაიდან შალვა შავგულიძემ არ დაწერა საკასაციო საჩივარი, - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა სიტყვასიტყვით თქვა, რომ ლევან მურუსიძე მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოში ჩაებრუნებინა საქმე, ვინაიდან შალვა შავგულიძემ არ დაწერა საკასაციო საჩივარი. ,, „როდესაც ვსაუბრობ, რომ მიმდინარეობს ძალიან უხეში ინტერპრეტაცია იმ გამონათქვამების, რაც ინტერვიუში იყო - ერთ რამეს ვგულისხმობ - უკლებლივ ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკურ შტურმს ახორციელებს, ცდილობს საჯარო ველში დაარწმუნოს საზოგადოება რომ ბიძინა ივანიშვილმა გირგვლიანის საქმეზე საზოგადოებას ახალი ნარატივი შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც მურუსიძე არის გმირი. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნებისმიერი იმ სპიკერის გამონათქვამებში, რომლითაც სავსეა ჩვენი მედია. არადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვასიტყვით თქვა, რომ ლევან მურუსიძე მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოში ჩაებრუნებინა საქმე და იმიტომ იყო ამ შესაძლებლობას მოკლებული, რადგან ადვოკატმა შალვა შავგულიძემ არ დაწერა საკასაციო საჩივარი. იმავდროულად მან განაცხადა, რომ მას არანაირი ილუზია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმალური შესაძლებლობა მურუსიძეს რომ ჰქონოდა, ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებდა, ვინაიდან მთელი სისტემა გაკონტროლებული იყო ერთი კაცის, ერთი დიქტატორის მიერ. ამ საქმეზე იყო პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში და რასაკვირველია, მურუსიძე, როგორც ამ სისტემის ერთი მოსამართლე, ალბათ, სავარაუდოდ ვერანაირად ვერ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მისგან ელოდნენ. სად არის გმირად შერაცხვის მცდელობა? ამოიღეთ ნებისმიერი ოპონენტის გამონათქვამი, რომლებიც გვეუბნებიან რომ ბიძინა ივანიშვილმა გმირად შერაცხა ლევან მურუსიძე. ეს არის ძალიან უსინდისო სიცრუე და ცილისწამება. ასეთი უხეში ინტერპრეტაცია, სიცრუე და ცილისწამება და მეორე მხრივ ლანძღვა და გინება მთლიანად აკნინებს მათსავე პოზიციას, არადა როგორ სჭირდება მმართველ პარტიას ჯანსაღი ოპონირება, მაგრამ ახლა თითქოს წყალი გადაისხეს იმ სტაჟიანი ოპონენტებისა, რომლებიც მეშვიდე წელია სიცრუით და ცილისწამებით არიან დაკავებული“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა მისი თქმით, არ შეიძლება არ შევაფასოთ ის ფონი, რა ფონზეც მიმდინარეობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს განხილვა, როდესაც უკლებლივ ყველა ძალისგან, ვინც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკურ შტურმს, სამართლიანობის დეფიციტის ან უსამართლობის მომიზეზებით, ვისმენთ ერთის მხრივ, აბსოლუტურად მიუღებელ ლანძღვა-გინებას, რომელიც ამ ლანძღვა-გინების ავტორთა არგუმენტების უსუსურობაზე მეტყველებს, და მერეოს მხრივ ვიღებთ ტყუილს, ცილისწამებას, და აბსოლუტურად მიუღებელ ინტერპრეტაციას იმ აზრებისა, რომელიც გამოთქვა ბიძინა ივანიშვილმა. „როდესაც ვსაუბრობ, რომ მიმდინარეობს ძალიან უხეში ინტერპრეტაცია იმ გამონათქვამების, რაც ინტერვიუში იყო - ერთ რამეს ვგულისხმობ - უკლებლივ ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკურ შტურმს ახორციელებს, ცდილობს საჯარო ველში დაარწმუნოს საზოგადოება რომ ბიძინა ივანიშვილმა გირგვლიანის საქმეზე საზოგადოებას ახალი ნარატივი შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც მურუსიძე არის გმირი. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნებისმიერი იმ სპიკერის გამონათქვამებში, რომლითაც სავსეა ჩვენი მედია. არადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვასიტყვით თქვა, რომ ლევან მურუსიძე მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოში ჩაებრუნებინა საქმე და იმიტომ იყო ამ შესაძლებლობას მოკლებული, რადგან ადვოკატმა შალვა შავგულიძემ არ დაწერა საკასაციო საჩივარი. იმავდროულად მან განაცხადა, რომ მას არანაირი ილუზია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმალური შესაძლებლობა მურუსიძეს რომ ჰქონოდა, ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებდა, ვინაიდან მთელი სისტემა გაკონტროლებული იყო ერთი კაცის, ერთი დიქტატორის მიერ. ამ საქმეზე იყო პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში და რასაკვირველია, მურუსიძე, როგორც ამ სისტემის ერთი მოსამართლე, ალბათ, სავარაუდოდ ვერანაირად ვერ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მისგან ელოდნენ. სად არის გმირად შერაცხვის მცდელობა? ამოიღეთ ნებისმიერი ოპონენტის გამონათქვამი, რომლებიც გვეუბნებიან რომ ბიძინა ივანიშვილმა გმირად შერაცხა ლევან მურუსიძე. ეს არის ძალიან უსინდისო სიცრუე და ცილისწამება. ასეთი უხეში ინტერპრეტაცია, სიცრუე და ცილისწამება და მეორე მხრივ ლანძღვა და გინება მთლიანად აკნინებს მათსავე პოზიციას, არადა როგორ სჭირდება მმართველ პარტიას ჯანსაღი ოპონირება, მაგრამ ახლა თითქოს წყალი გადაისხეს იმ სტაჟიანი ოპონენტებისა, რომლებიც მეშვიდე წელია სიცრუით და ცილისწამებით არიან დაკავებული“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)