|
2019-04-11 15:16:38, 1699 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ჯეკ შეფერდის ექსტრადირებისთვის მადლობას უხდის
დიდი ბრიტანეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე, ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ჯეკ შეფერდის ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას უხდის. „ხშირად მიწევს საუბარი ბრიტანელების მიმართ ქვეყნის გარეთ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა, დღეს ის მნიშვნელოვან დღეა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბრუნდება დიდ ბრიტანეთში, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს - გიორგი გახარიას ჯეკ შეპარდის ბრიტანეთში ექსტრადირებისთვის“, - წერს ჯერემი ჰანტი თავის პოსტში. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის წინასაექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. ის ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს გადასცეს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)