|
2019-04-11 12:08:55, 1580 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: გვაერთიანებს ერთი მიზანი - თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვა
„ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - ეს არის თამბაქოს კონტროლის გაძლიერება, მოქალაქეების დაცვათამბაქოს მავნე ზეგავლენისგან და ამ ძალისხმევით, წვლილი უნდა შევიტანოთ მდგრადი განვითარებისმიზნების წარმატებით მიღწევაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თამბაქოსკონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისღონისძიებების მნიშვნელობაზე და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმისშესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რეფორმის შედეგად, ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგანმოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა,რომლის აღსრულების მაჩვენებელი არის მაღალი. „რეგულაციებმა განაპირობა თამბაქოს კვამლისაგან დახურული სივრცის განთავისუფლება; თამბაქოსრეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა; მოგვიანებით ამოქმედდაეფექტიანი სამედიცინო გაფრთხილების (პიქტოგრამის) ვალდებულება. 2023 წლიდან კანონითგათვალისწინებულია თამბაქოს პროდუქტის სადა შეფუთვის შემოღება. საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღოთამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებითაღჭურვილი კანონმდებლობა, რომელიც ხასიათდება აღსრულების მარტივი და დახვეწილი მექანიზმებით.ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს კანონის აღსრულების ძალიან მაღალი - 96%-იანიმაჩვენებელი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც გაეროსგანვითარების პროგრამის, ჩარჩო კონვენციის სამდივნოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულიცენტრის ძალისხმევით, თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის შეფასება ჩატარდა. მისივეთქმით, კვლევამ აჩვენა, რომ განხორციელებული რეფორმა, მომავალი 15 წლის განმავლობაში, 53 000ადამიანს იხსნის ნაადრევი სიკვდილისგან და ქვეყანას 3.6 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსურ დაეკონომიკურ დანაკარგს ააცილებს თავიდან. ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გამოცდილებისგაზიარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და იმ ძირითად ფაქტორებზე გაამახვილაყურადღება, რამაც რეფორმის წარმატება განაპირობა. „პირველი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის პოლიტიკური ნება. რომ არა მმართველი ძალისპოლიტიკური ნება, ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური რეფორმის განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი. მეორე - ეს იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა რეფორმის განხორციელებაში. ამრეფორმის განხორციელებაში იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ხელისუფლებისსტრუქტურები, არასამათავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები. ზოგადად, ფართოსაზოგადოება და რა თქმა უნდა, ასეთი ჩართულობით მოხერხდა წარმატებული რეფორმისგანხორციელება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორისასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ. ირაკლი კობახიძემ, ასევე, ხაზი გაუსვა საერთაშორისოორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ამ ხელშეკრულებით საქართველომ აიღო კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს პროდუქტებისრეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას აქვს გრძელვადიანი ხედვა. კერძოდ,შემუშავებულია სტრატეგია „საქართველო 2020". ეს არის მრავალდარგობრივი, მულტისექტორულისოციალური-ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარებისმიზნებთან. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მაღალი პოლიტიკური ჩართულობა, ასევე აქტიური თანამშრომლობა გაეროს განვითარების პროგრამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციასთან, ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისსაქართველოს ოფისთან, იყო ამ რეფორმის წარმატების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. კიდევ ერთხელმინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პარტნიორს მათი თანადგომისთვისდა ამ რეფორმის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლიკობახიძემ. „საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ" გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC)სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა დადაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითიმართება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)