|
2019-04-10 16:03:14, 1499 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ს თავმჯდომარე: მინდა მივულოცო საქართველოს ძალიან დიდი გზის გავლა, რომელიც ევროინტეგრაციით დასრულდება
" მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას ამ ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მიერ ძალინ დიდი გზის გავლა, რომელიც ევროინტეგრაციით დასრულდება", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიემ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა. პასკიემ განმარტა, რომ საქართველო ევროსაბჭოში 20 წლის წინ გაწევრიანდა. "ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება იმდენად, რამდენადაც საერთო ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობაზე გვექნება საუბარი. ეს ძალიან სიმბოლური დღეა იმდენად რამდენადაც, ჩვენ მოგესალმებით ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ ცვლილებებს, მას შემდეგ რაც თქვენ გაწევრიანდით საბჭოში. მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას ამ ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მიერ ძალინ დიდი გზის გავლა, რომელიც ევროინტეგრაციით დასრულდება, რომელიც მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას და კეთილდღეობას“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)