|
2019-04-10 15:49:27, 1575 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი: საკმარისია ივანიშვილის ერთი გამოჩენა, რომ ოპონენტები, მაშინვე პანიკაში ვარდებიან
ეს ხდება იმიტომ, რომ მთავარი განსხვავება, რაც ჩვენს შორის არსებობს, არის - ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე, პროგრესზე, ხოლო ისინი - ხელისუფლებაში მოსვლაზე. ამიტომ არ მიკვირს და ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საქმეზე, ხოლო ოპონენტები - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე. გუშინ ჩვენ ვნახეთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერის ინტერვიუ, რომელმაც ზუსტად იცის რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი ხვალინდელი დღე. ბიძინა ივანიშვილი შეეხო ყველა აქტუალურ საკითხს და დასმულ კითხვებზე ანალიზზე დაფუძნებული, არგუმენტირებული და გულწრფელი პასუხები გასცა. ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ქონდა დარჩენილი კითხვის ნიშნები ანაკლიის პორტის პროექტის, გუნდიდან წასული ადამიანების, მართლმსაჯულების რეფორმის, ან ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი პროცესების ირგვლივ, ერთხელ და სამუდამოდ გაეცა ამომწურავი პასუხი. ახლა მთავარია, რომ ჩვენ ნაკლები დრო დავუთმოთ ოპონენტებთან პოლემიკას და მეტი ენერგია მოვახმაროთ საქმის კეთებას, რადგან ოპონენტების დღის წესრიგი მხოლოდ ერთი შინაარსით გამოირჩევა - როგორი კეთილშობილები არიან თვითონ და რა ცუდები არიან ყველა სხვა დანარჩენნი; ჩვენი მთავარი ამოცანა კი სოციალურ პრობლემებთან ბრძოლა, ეროვნული უსაფრთხოება, სამართლიანობის განმტკიცება და ევროინტეგრაციაა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)