|
2019-04-10 15:33:08, 1805 ნახვა
კომენტარი
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. თბილისის მერიკახა კალაძე დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა, ახალმოსახლეობა მიულოცა და საცხოვრებელი ბინების გასაღები გადასცა. დედაქალაქის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 57 ოჯახისთვის ფართების გადაცემასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო ქულა იყო. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. როდესაც საქმეს აკეთებ, შედეგს იღებ და ამ შედეგით უამრავ ოჯახს აბედნიერებ, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ამაზე დიდი სიხარული არაფერია. აქ არიან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს 20-30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. წინასაარჩევნოდ უამრავ თვალცრემლიან ადამიანს ვხვდებოდი. მათ პირობა მივეცი, რომ ჩვენ ვიქნებოდით ის მთავრობა, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებდა. პროცესი უკვე დაწყებულია, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. ყველა ოჯახი, რომელიც დაზარალებულია, ბინებით აუცილებლად დაკმაყოფილდება და ისეთივე გახარებული იქნება, როგორც ეს 57 ოჯახი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, გამარჯვებულიკომპანიებიუკვე გამოვლინდნენ, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს ხუთ მისამართზე ააშენებენ და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ბინებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემენ. ჯამში, გათვალისწინებულია 22 000 კვადრატული მეტრის ფართი, რომლითაც დამატებით, 300-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „აპექს დეველოპმენტმა“გაიმარჯვა; დიდ დიღომში, IV მიკრორაიონში, N12 კორპუსის მიმდებარედ 2359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „არქიმედ ჰაუსმა“ გაიმარჯვა, ხოლო იქვე მდებარე 11 774 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამარჯვებული „ბი დეველოპმენტია“; დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „ფ.ს.გ.“-მ, ხოლო დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩის შესახვევის N13-ის მიმდებარედ არსებულ 16 885 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „ენსი გრუპმა“ გაიმარჯვა. ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე: ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის მიმდებარედ, 89 219 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და დიდი დიღმის დასახლებაში, III მიკრორაიონის N29 კორპუსის მიმდებარედ, 8692 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა გამოცხადებული. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ასევე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძეიმყოფებოდნენ.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)