09:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 17:40:00, 484 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკოს მტკიცებით, ვერეში ფეკალური წყლების ჩადინებას მოხალისეებისთვის საფრთხე არ შეუქმნია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მტკიცებით, წყნეთის ქუჩის მილის დაზიანების შედეგად, ვერეში ფეკალური წყლების ჩადინება, მოხალისეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

რადგან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხალისეები იმ არეალში არ მუშაობდნენ, სადაც ამ მილის შიგთავსი მოხვდა. 

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკებს, არის აქტუალური და ვალიდური. წყალდიდობებთან და ზოგადად დამდგარ წყალთან დაკავშირებულ ინფექციებთან მსოფლიო საზოგადოებრივ ჯანდაცვას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება მსოფლიო კატაკლიზმებიდან და მსოფლიო ომებიდან გამომდინარე. შესაბამისად, იგივე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმები, როგორ იქცევა ესა თუ ის უწყება ასეთ შემთხვევებში, ვსაუბრობ ჯანდაცვის სამინისტროზე და მის ერთ-ერთ სტრუქტურაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრზე. ნებისმიერი წყალდიდობა აპრიორ განიხილება იმ რისკით, რომ წყალში შეიძლება მოხვდეს კანალიზაციის მინარევი. ჩვენი სამოქმედო გეგმა პირველივე წუთებიდან ითვალისწინებდა ამ რისკების გათვლას და ვიქცეოდით ისე, რომ აპრიორი გვქონდა ამის დაშვება. სვანეთის ქუჩაზე ვერაფრით ვერ გამოვრიცხავდით, რომ იმ დანგრეული შენობების სისტემიდან საკანალიზაციო წყალი არ მოხვდებოდა სანიაღვრე წყლებში. ჩვენი ქცევა, გაფრთხილება და მუშაობა ამ ადგილებში სწორედ ამ მიმართულებით იყო წარმართული. ანუ ეს რისკი რა თქმა უნდა გათვალისწინებული გვქონდა და შესაბამისად ვმოქმედებდით კიდევაც“, - აღნიშნა სერგეენკომ.
[17:39:32] Tako: მინისტრის განმარტებით, წყნეთის ქუჩის კოლექტორის გვერდის ავლით, ვერეში კანალიზაციის ჩაღვრა, რომ არ მომხდარიყო, ბლოკირებული საკანალიზაციო სისტემის შედეგად,  ახლომდებარე სახლებში მოხდებოდა ფეკალური წყლების ადინება, რაც ეპიდემიას გამოიწვევდა.

 „რამდენად წამყვანია ინფექციების გავრცელების რისკში სანიაღვრე არხებში კანალიზაციის წყლის მოხვედრა? ეს პირველ ათეულში არ შედის, შემდგომი რისკია. ჩვენთვის გუშინწინ გახდა ცნობილი, რომ კონკრეტულად წყნეთის ქუჩის კოლექტორის გვერდის ავლით მოხდა ვერეს ხეობაში საკანალიზაციო ნაკადის გადატყორცნა.  თუ გვეცოდინებოდა, რომ წყნეთის ქუჩიდან ამის გადინება მოხდებოდა, ჩვენს მიდგომებში მაინც არაფერს შევცვლიდით და სამოქმედო პროტოკოლი იგივე იქნებოდა. წყნეთის ქუჩის კოლექტორის გვერდის ავლით რომ არ მომხდარიყო კანალიზაციის ჩაღვრა, ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებდა იმ რისკებს, რომ ბლოკირებული საკანალიზაციო სისტემის შედეგად სახლში მოხდებოდა ამისი ადინება, რაც გარანტირებული ეპიდემია იყო. რა რისკები შეუქმნა წყნეთის ქუჩის კანალიზაციის ჩადინებამ მოხალისეებს? - ნულოვანი, რადგან ამ მილის შიგთავსი არ ხვდებოდა იმ არეალში, სადაც მუშაობდნენ მოხალისეები. კომპანია GWP-ს მენეჯმენტი ცალსახად ადასტურებს, რომ წყნეთის ქუჩის მილსადენის ჩადინება არ ხდებოდა იმ ადგილას სადაც მუშაობდნენ მოხალისეები“, - აღნიშნა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics