09:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 17:28:13, 481 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსებას იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისია C ჰეპატიტის დიაგნოსტირების თანადაფინანსებას იწყებს.

ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ და ჯანდაცვის კომისიის თავჯდომარემ გიზო სართანიამ დღეს გამართულ ჯანდაცვის სხდომაზე განაცხადა.

„ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამის დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც გამგეობა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსებას იწყებს. მინდა დავაზუსტო, რომ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა არის იმ პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს ასეთი ოჯახი დაფინანსდება დიაგნოსტიკის დადგენილი ღირებულების 30 %-ით. ყველა სხვა მოსარგებლისთვის კი -70% “,– განაცხადა გიზო სართანიამ.

ჯანდაცვის კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 58 სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობაზე და ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაზე მიღებული განცხადება განიხილა. შემოსული განცხადებებიდან ერთი მოქალაქე მოითხოვდა C ჰეპატიტის დიაგნოსტირებაში თანადაფინანსებას, დანარჩენები კი ტომოგრაფიულ და ასევე ძვირადღირებული მედიკამენეტბის შეძენას. 58 განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული სამედიცინო მომსახურეობისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე 16.250 ლარი გამოიყოფა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics