22:32 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 09:55:37, 1636 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

მამუკა ბახტაძე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ევროპელი დეპუტატები მამუკა ბახტაძეს კითხვებს დაუსვამენ.

 ბახტაძეს მოხსენებისთვის 20 წუთი ექნება. შემდგომი 40 წუთი კი, განკუთვნილი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ევროპულ გზაზე მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ევროპელ პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხოს.

სტრასბურგში ვიზიტის დასასრულს პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციაში,  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics