|
2019-04-10 09:27:45, 1107 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის მაჟორიტარის რეკომენდაციით მარინე დამენიას წიგნი - „ზუგდიდი ეროვნულ მოძრაობაში“ გამოიცა
საქართველოს პარლამეტის წევრის ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თანადგომითა და რეკომენდაციით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, გამოსცა მარინე დამენიას წიგნი: „ზუგდიდი ეროვნულ მოძრაობაში" (წიგნი I) წიგნის პრეზენტაცია ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. წიგნის პრეზენტაციას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ავტორს წიგნის გამოცემა პირადად მიულოცა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი კუთხის ისტორია, რომელიც თაობებს გადაეცემათ. ჩემი თაობა და ის ადამიანები, რომლებიც ამ დარბაზში ვიმყოფებით გარკვეულწილად მონაწილეები ვართ ეროვნული მოძრაობის. ბევრი ჩვენგანი მდგარა კიდეც იმ აქციებზე. მე სკოლას ვამთავრებდი იმ პერიოდებში და მახსოვს ის ემოცია და ის განწყობები, როდესაც ერთნაირად ვგრძნობდით და განვიცდიდით ქართულ სულისკვეთებას და ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენ ვემსახურებოდით დიდ საქმეს, რომელიც უკეთეს მომავალს შექმნიდა. იყო ბევრი ქარტეხილი, ბევრი სიმძიმე გამოვიარეთ ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე, მაგრამ ახლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, რომ დასკვნების გაკეთება ძალიან მარტივად შეგვიძლია და უნდა ვივარაუდოთ რომ ვადგავართ აღმშენებლობის გზას. ეს წიგნი კი კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ჩვენი ქალაქის წვლილს ეროვნულ მოძრაობაში. ამისთვის გულწრფელი მადლობა ქალბატონ მარინეს. ეს მისი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია და მინდა მივულოცო წიგნის გამოცემა და დღევანდელი პრეზენტაცია, რომელიც სიმბოლურად 9 აპრილს დაემთხვა“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ ცნობისთვის, წიგნის პირველი ნიწილი დაეთმო ისტორიულ ექსკურსს სადაც ნაჩვენებია: საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღება; 1924 წლის აჯანყების მძიმე სურათი და ზუგდიდს მაზრაში დახვრეტილ აჯანყებულთა არასრული სია, 1937-1956 წლების ტრაგილული მოვლენები; 1960-1962 წლებში ზუგდიდში მოქმედი ორი არალეგარული ორგანიზაციის საქმიანობის მიმოხილვა; 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებში ზუგდიდელი პატრიოტების მონაწილეობა; 1989-1990 წლებში აფხაზეთსა და სამაჩბლოშიგანვითარებულ მოვლენებში ზუგდიდელთა როლი; უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტის „საქართველოს დამოუკიდბლობის აქტისა" და „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდბლობის აღდგენის აქტის" ხელმომწერების მოკლე ბიოგრაფიები.
(NS)
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)