|
2019-04-10 01:09:26, 1307 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს ქართულ ოცნებას არავითარი ხიფათი არ აქვს არჩევნებისთვის გამარჯვებაში
2020 წელს ქართულ ოცნებას არავითარი ხიფათი არ აქვს არჩევნებისთვის გამარჯვებაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. „არ არის მთავარი,რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს და მოიგოს არჩევნები , პრობლემა არის უფორ მძიმე და უფრო მასშტაბური. საზოგადოება საიდანაც ღებულობს აღქმას,ჩვენი მედიასივრცე,თ ჩვენ ამას ანალიზს გავუკეთებთ, რამდენიმე ბოლო დღე ჩვენ ბჭობა გვქონდა ამაზე გუნდში ,იქ საშინელება იხატება ,გარდა იმისა,რომ ბილწსიტყვაობა უკვე გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა,რაც ნორმალურ ქვეყნებშ ეს აკრძალულია და დედის გინება ტელევიზიებიდან მოდის ,ეს მდარე სერიალები და მდარე გადაცემები ,ამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეიძ₾ება განგაში ავტეხოთ. როგორიც არის ეკონომიკა , ღარიბი ეკონომიკის შემთხვევაში,რეკლამა ღირს იაფი თქვენ მხოლოდ რეკლამიდან გაქვთ შემოსავალი ,შესაბამისად იაფი ტრუკებით ცდილობენ მოსახლეობის მიზიდვას ტელევიზიები და ამთ რიცხვში თქვენი ტელევიზია. კრიტიკაზე თუ წავალთ ეხლა შემძლია თქვენი ტელევიზიაც ვაკრიტიკო და არა მარტო რუსთავი2,თუმცა რაც მოდის იქედან და მოედინეება ,ეს ენითაუწერელია. აქედან გამომდინარე ის პრობლემა რაც დგას არის გაცილებით გლობალური,ვიდრე ქართული ოცნების არჩევნები და 2020 თუ 2019 წლის ქართლი ოცენბის საზოგადოებასთნ ურთერთობის აღდგენა. ეს არ არის მთავარი. არის უფრო მთავარი ღრებულება,რომს აზოგადოება არ წავიყვანოთ ცუდი მიმართლებით. ის რაც ხდებოდა ,ანალიზი გავაკეთთ, თუ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდა,ჩვენ შეიძლება ,არავის შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო ,მაგრამ სხვა საზოგადოება შეიძლება მივიღოთ, გამოთაყვანებული,ან რაღაც, ბოდიშის მოხდით. შესაბამისად , ჩვენ ჩვენის მხრივ რასაც ვცდილობთ და რასაც ვაკეთებთ, გადაწყვეტილებებიც უკვე მიღებული გვაქვს, კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს. კინო-ინდუსტრია უნდა აღორძინდეს, საქართველოში უნდა დაიწყოს ქართული ფილმების გადაღება, მათ შორის სერიალების, მათ რიცხვში ისტორიული სერიალების. ჩვენ გვაქვს გენიალური ისტორია. უცხოელებმა ჩემგან ისწავლეს, რომლებიც პატივისცემით მეპყრობიან, ისწავლეს, რომ როცა მე მათთან ვჯდებოდი წლების მანძილზე და საქართველოზე ვსაუბრობდი, ბევრმა დააფიქსირა რომ მე სულ ვამაყობდი ჩვენი უწყვეტი კულტურით, იდენტობით, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საამაყო ფურცელი ისტორიაში. ამ მდარე სერიალებით ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ და არა არჩევნები. შესაბამისად მობილიზებას ვაპირებთ მაქსიმალურს, მათ შორის ქართუ ფონდი მიიღებს მონაწილებას დაფინანსებაში , კინოწარმოება უნდა აღორძინდეს და მათ რიცხვში სერიალებიც და ჩვენ უნდა ჩვენი ისტორია ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები. ქართული სერიალები უნდა იყოს და ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ მკვეთრ ნაბიჯებს. რა თქმა უნდა ტრაგიკულია მდგომარეობა ამ მიმართულებით. კიდევ შევახსენებ საზოგადოებას, რასაც საუბრობენ ჩვენი ოპონენტები, გუგავა პერმანენტულ აქციებს აანონსებს იმიტომ, რომ მძიმე სოციალური ფონია, გაიხედონ, ვინც ამაყობენ იმ 21 წლით , რომ პოლიტიკაში მოღვაწეობდნენ, დაღმა სვლა მივიღეთ ჩვენ ჩვენი გამოუცდელობით და ემოციურობით და დავანგრიეთ ეკონომიკა და ათწლეულობით უკან გადავაგდეთ, ჩვენ რეალობიდან ვაკეთებთ თითქმის მაქსიმუმს. აქ მოვიდნენ და გვეკამათონ , ქართული ოცნების დანაშაულზე როცა მიდის საუბარი. უკანაც რომ არ წავსულიყავით, ევროპისგან ჩვენ ძალიან შორს ვიყავით, ევროპის ეკონომიკა გაცილებით, 10-ჯერ უკეთესია ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტით ეს იზომება, ამ დისბალანსს, ამ სიღარიბეს მოკლე დროში ვერ დავძლევთ. პოლიტიკურად ამას სჭირდება სტაბილური გარემო, თუ გვინდა რომ ინვესტიციაც მოვიზიდოთ, რაც მეშვიდე წელია უპრეცედენტოა სტაბილურობის საქართველოს ისტორიაში და ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა და ხელები ექავება და არა მარტო ნაციონალურ მოძრაობას. სტაბილურად უნდა ვიცხოვროთ თუ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს. ის რომ ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ის რომ ევროპა რამდენჯერმე გვისწრებს, ის რომ მიგრაცია ობიექტურია ესეც გასაგებია, რომ ევროპას აკლია დღეს სამუშაო ადგილები, ჩვენ არ გვაქვს. განათლების რეფორმა, რომელიც არის ჩვენი ეროვნული იდეა, რომელზეც პრემიერმაც და გუნდმაც ბევრი ისაუბრა, რომ 2022 წლისთვის ჩვენ მივიღებთ პიკს განათლების დაფინანსების, ეს იქნება ბიუჯეტის მეოთხედი, რაც უპრეცედენტოა, რამდენიმე სახელმწიფო მოიხსენიება მხოლოდ მსოფლიოში ასეთი, ეს არის ის რაც ჩვენს ერს პერსპექტივას უსახავს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწორედ ამდენი მიემართებოდეს განათლებაზე. - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)