02:47 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 01:00:33, 1437 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - რაც ხდება თიბისი ბანკის ირგვლივ და ხაზარაძის ირგვლივ, მიმაჩნია რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას

“რაც ხდება თიბისი ბანკის ირგვლივ და ხაზარაძის ირგვლივ, მიმაჩნია რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ უტევს. – ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

“საბაკო სისტემაზე და ჩემზე რომ მიანიშნებენ მე თავს უფლევას მივცემ და შევახსენებ საზოგადოებას რომ სწორედ „ქართუ ბანკმა“ ჩანასახში როდესაც საბანკო სისტემა ვითარდებოდა საქართველოში და „აბსოლუტ ბანკი“ გაკოტრდა, სწორედ „ქართუ ბანკმა“ მოახერხა მაშინ და მისი გახნის მიზეზის სწორედ ეს გახლდათ, რომ არა ფული მეკეთებინა საქართველოში, არამედ რომ დავხმარებოდი საბანკო - საფინანსო სისტემის განვითარებას და საინვესტიციო კლიმატი გამეუმჯობესებინა ქვეყანაში. „აბსოლუტ ბანკი“ და მე ამას მწამებენ, რომ დაანგრია საბანკო სისტემა, გაიხსენონ ვინც იყვნენ მონაწილეები, მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც შეგიძლიათ კითხოთ, როგორი მძიმე სიტუაცია იყო, როგორ დავიხსენით ეს ძალიან ცუდი სიტუაცია და გადავიყვანეთ პოზიტიურში. რაც შეეხება ზოგადად თიბისი ბანკთან და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, პროცესი დასრულებულია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა - მან ეს ყველაფერი დაამტკიცა, დაამტკიცა პარლამენტში, დაამტკიცა საჯაროდაც, ლონდონშიც იყო საჩივრები, იქაც გაკეთდა შესატყვისი რეაქციები და ეს ორი პიროვნება გამოყვანილი არიან სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა. კითხვები აღარაა, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები. საფუძვლად აქვთ 10-11 წელი და არა ის, თუ რატომ მოხდა ეს ტრანზაქცია, რომელიც ძალიან უხეშია. თუ საბანკო სისტემაში შეიძლება უხეში ქმედებები, ამაზე უხეში მე ვერც წარმომიდგენია, რაც მაშინ მოხდა. 10-11 წელს რაც შეეხება, ჯერ ერთი, ეს კანონიერების ფარგლებშია, კანონი ამას ითვალისწინებს, მეორე, 2012 წელს, ჩვენ როდესაც მოვედით, 1 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვეთ, მათ მოახერხეს 29-ში, უკანა რიცხვით, დასვენების დღეს ამ კრედიტის ჩამოწერა. ხანგრძლივობასც თუ შევხედავთ, არ არის მაინც და მაინც 11 წელი. 11 რომც იყოს მოიშველიონ კანონი და თქვან, რომ კანონი ირღვევა. დღეს რომ მომხდარიყო ეს ტრანზაქცია კარგი იქნებოდა? რას იტყოდნენ ამაზე? ტრანზაციაზე აგონ პასუხი როგორი უხეშია. მე აღარ მოვყვები, რამდენჯერმე ითქვა ტელევიზიით 17 მილიონი როგორ გაიცა, ასეთი უხეშო ტრანზაქცია. ამას არ სჭირდება პროფესიონალი ფინანსისტობა ან ბანკირობა, რომ ეს გაიგო. ამის შემდეგ როგორ ამოეღებათ ხმა.  – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics