02:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 00:51:55, 1585 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის ტოლობა, ტოლობად მოხსენიება?!

რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის გვერდიგვერდ ტოლებად მოხსენიება?! ამ კითხვას დავუსვამდი მე დავით მაღრაძესაც და ტელემაყურებელსაც,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ეგ მართლაც  საინტერესოა და მრავალმხრივ მესმი მე და ხშირად გვიპირისპირდებიან: „აირჩია სააკაშვილი, აირჩია „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაფერს აკეთებს, რომ ესენი დარჩნენ პოლიტიკაში, რამეთუ, საპრეზიდენტო არჩევნებსაც იხსენებნ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება, შევახსენეთ, ვინ იყვნენ ისინი და მივითღეთ შესატყვისი გამარჯვებაც. რათქმა უნდა, ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, და თუ საშუალებას მომცემთ, მე პატარა ანალიზსაც გავაკეთებდი, რა არის მიზეზი, რომ დღესაც „ნაციონალური მოძრაობაა“ ძირითადი ოპონენტი, ოპონენტებსაც ვერ ვუწოდებთ ამათ, შეიძლება სხვა სახელი შევარჩიოთ, მაგრამ ამ ლექსიკით გავყვეთ: ის, რასაც მე ვამბობდი ჩემს წეილში და დღეს არვიცი რამდენად მოვახეხე მასზე აქცენტის გაკეთება, რომ ჩვენ ოცდაერთი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ეკონიმიკის დანგრევა იმ დონეზე, რომ ათწლეულებით უკან გადავაგდეთ ეკონომიკა და დღეს „ქართულ ოცნებას“ სთხოვენ წინა...სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ წავიკიტხე გუგავას განცხადება, რომ ძალიან ძალიან მძიმე სოციალური ფონია და ჩვენ უნდა დავიწყოთ ქუჩაში გამოსვლები, თანაც უვადო გამოსვლები, რაღაც აქციები. რა თქმა უნდა მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“  ამაში არავითარი დანაშაული არ მიუძღვის, „ქართული ოცნება“, კიდევ ვიმეორებ, აკეთევბს რეალური შესაძლებლობიდან თითქმის მაქსიმუმს, რაც წერილშიც მიწერია. მარტო ეკონიმიკას არ შეხებია ეს პრობლემები, რაც 21 წლის განმავლობაში ჩვენ ჩვენს დაღმასვლაში მოვახერხეთ და მივიღეთ. ჩემი აზრით, პოლიტიკური ისტებლიშმენტიც ძალიან დაზიანდა ამ წლების განმავლიობაში, მე არ გავყვები საფეხურებად ამას... განსაკუთრებით, შეიძლება პოლიტიკური ისტებლიშმეტი დაზიანდა ნაციონალები დროს, როდესაც მათ მოახერხეს ფსევდო-ოპოზიციების შექმნა, დარბევა პოლიტიკური პარტიების  და ა.შ.  ეს შემადგენელი 21 წლის განმავლობაში უარესდებოდა. შესაბამისად, როგორც ეკონომიკა გვაქვს ჩვენ ღარიბი, ასეთივე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი. და ის, რომ „ქართული ოცნების“  „ხელწერაც“ დამნაშავეა, ამის ანალიზსაც მოგახსენებთ: მე მიმაჩნია, რომ ძირითადი მიმართულება, რაც ჩვენ ავირჩიეთ, რაც ჩვენ განვაცხადეთ- ადამიანზე მორგებული დემოკრატიული ღირებულებები, ევროპა ჩვენი გზაა, ევროატლანტიკური სივრცეა საქართველოს არჩევანი, ამ მხრივ, ჩვენ განცხადების გარდა....განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობა“ იგივეს აკეთებდა, რომ იცოდეთ. იდეოლოგია...მსგავსი თანხვედრაში იყო, ამბობდა ერთს- ოღონდაც აკეთედა ის საპირისპიროს.  ჩვენ არ ვამბობთ მხოლოდ, ჩვენ ვაკეთებთ ამას და ვასაბუთებთ კიდეც. შესაბამისად, ჯანსაღ ოპონენტებს ძალიან გაუჭირდებათ ამ მინდორზე შემოსვლა, ამ ველზე, რაც ჩვენ გვიჭირავს. რამეთუ, მედია თავისუფალია ნაცებისგან განსხვავებით, ოპონირებაც შეიძლება, ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ, ჩვენ, თანმიმდევრულად რასაც ვამბობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იგივე გავაკეთოთ. ამ ფონზე ჯანსაღ ძალებს, რაც მე ბექა ნავლიშვილს სწორედ ეს ვუთხარი, როდესაც გზა დავულოცე, ვუთხარი, რომ ზალიან გაგიჭირდება-მეთქი შვილო- ასე მივმართე, რამეთუ შენ წესიერი კაცი ხარ და წესიერობით და სწორი გამონათქვამებით ჩვენთან ოპონირება გაგიჭირდება და ამ მინდორზე ადგილის მოპოვება გაგიჭირდება. ის, რომ ჩვენ სწორი გზით მივრივართ, ამის სამტკიცი ისიც გახლავთ, როგორი რიტორიკით გვებრძვის დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ - მხოლოდ სიცრუით, თანაც აღარც ცდილობენ, რომ სიცრუეს ჰქონდეს რაღაც საფუძველი, სიცრუით, ლანძვით და გინებით- დღეს ნახეთ სად წავიდნენ, ხო?! - აქ არიან. სიცრუეს და ლანძღვას წესიერი კაცი არ ინატრებს, ეს ვუთხარი მე გია ჟორჟოლიანსაც და ნაცვლიშვილსაც როდესაც გადიოდნენ. სწორი და არგუმენტირებული კრიტიკა, რაც ჩვენთვის წამალია ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის განსავითარებლად და „ქართული ოცნებისთვისაც“ , ზალიან გაუჭირდებათ პაექრობა, იმ დროს, როდესაც ძირითადი ნაწილი - საოპოზიციო,  დაკავებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ რომელიც მხოლოდ სიცრუეზე, ისევ მენტალურ ძალადობაზე და ჩვენგან გაძარცვული ფულით, მითვისებული ტელევიზიით და ამ იარაღებით იბრძვიან. ჩვენი სიმართლე და სწორი გზა ყველაზე კარგად ჩანს მათ რიტორიკაში. ისინი აღარ შემოდიან ჩვენთან პოლემიკაში, გაიხსენეთ, როდესაც იხსენებდა სააკაშვილი, რომ აღნმაშენებელზე მაგრად აშენებდა, ოღონდ მშენებლობა არ შეაჩეროს...ჯერობით მეტს ვაშენებთ ჩვენ, აღარ ამბობენ...მშენებლობა დღეს უკვე დანაშაულია, შემოაბრუნეს ეს ყველაფერი. მერე ამბობდნენ, რომ პოლიცია ინგრევა, რომ კრიმინალი გაიზარდა, ესეც მიატოვეს, მერე კიდევ რაღაც...ყველაფერი მიატოვეს. ნახეს, რომ პოლემიკა არ გამოსდით. ყველა მიმართულებით არაფერი არ ქონიათ მათ უკეთესი, რაც კარგია, ყველაფერში ჩვენ უკეთესად ვვითარდებით.ინტერესია ერთი მხოლოდ,რომ ეს პორტი აშენდეს და თ ამ პორტს ააშენებს კერძო ბიზნესი,ამას ვამბობ საჯაროდ და ეს იქნება ძლაინ მისასალმებელი სახელმწიფოს მხრიდან. - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics