|
2019-04-10 00:31:04, 1231 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - რატომღაც უნისოონში მოდიან ჩვენგან წასული სამეული ნაციონალური მოძრაობის ისტერიასთან
რატომღაც უნისოონში მოდიან ჩვენგან წასული სამეული ნაციონალური მოძრაობის ისტერიასთან ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. „კლანურ მმართველობაზე როდესაც ვსაუბრობთ, როდესაც კლანი მართავს და ხელისუფლება ერევა და ჩემ გვარსაც ასახელებენ,აბა გაიხსენეთ ჩვენი უახლოესი ტრაგედია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა. თქვენ ნახეთ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება,რომელიც არ მოვიდა თანხვედრაში პროკურატურასთან. ნახეთ,რომ ჩვენ კინაღამ რევოლუცია მივიღეთ. ნახეთ სავსე ქუჩები,უამრავი ემოციები და კიდევ ერთ რამეს გეტყვით,თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება და არ ვიცი საზოგადოება რამდენად ამას ყურადღებას აქცევს,თუმცა ეს საჯარო ინფორმაციაა და ის მოსამართლე ,რომელიც არ დაეთანხმა პროკურატურის გამოძიების შედეგებს ეკა არეშიძე ,იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დაამტკიცა რამდენიმე დღის წინ. ამ შემთხვევაში რას შფოთავენ ან ჩვენი გუნდის წევრები ,ან სხვები, შფოთავს ნაციონალური მძრაობა და მათგან მართული ენჯეოები ერთი სურვილის გამო,როგორმე დაიბრუნონ მართვა სასამართლოზე,რაც მათ დაკარგეს . როდესაც ფასეულობის აღრევაზეა საუბარი, 5 წელია ხმა არ ამოუღია არცერთ ჩვენ თანაგუნდელს,მითუმეტეს ჩვენ პარლამენტის წევრს, მათ მიიღეს კონსტიტუცია ,ხმა მისცეს ხუთეულმა,თუ სამეულმა, დღეს რომ გაახსენდათ,გაახსენდათ რა დროს და როგორ სიტუაციაში. გაახსენდათ,როდესაც ამაღლებულად და მასიური შეტევა მიდის ნაციონალური მოძრაობისგან და ამ ენჯეოების მხრიდან,რომ როგორმე დაიბრუნონ სასამართლოზე მართვა. რატომღაც უნისოონში მოდიან ჩვენი სამეული ნაციონალური მოძრაობის ამ მცდელობასთან ,იგივე პოზიციას იმეორებენ სწორედ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, და რომ საფუძველი არ არსებობს ამის,მე ამაზე ვისაუბრე და მემგონი ვაჩვენე ტელემაყურებელს, არავითარი საფუძველი რეალური არ არსებობს, ისინი იბრძვიან,რომ სასამართლოშ მართვა დაიბრუნონ, მაგრამ როდესაც ფასეულობების აღრევაზე საუბრობენ ეს სამეული, თუ ოთხეული,სწორედ მათში შეიმჩნევა ეს , სწორედ ამთთანა მაქვს მე ეს პრეტენზია,რომ როგორ თამაშობენ ისინი,როგორ ასხამენ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალს. მე შიგნითაც ამთ ბევრჯერ ვუთხარი და მხოლოდ ემოციური აღშფოთების მეტი,როგორ თქვენ ეჭვი გაქვთ,რომ ჩვენ... თქვენ აკეთებთ იმას რაც სჭირდება დღეს ნაციონალურ მოძრაობას. ზარდიაშვილი,რომელიც აქვთ დახვეული ხელზე,ზარდიაშვილი პრინციპულად მიუღებელია მათთვის,რომ ის იყო ადეიშვილის თანამშრომელი და ა.შ. ამასთან დაკავშრებითაც მინდა მოვახსენო თქვენს ტელემაყურებელს,აქვე მოგახსენებთ რამდენად სამართლიანია ეს პრეტენზია. ის რაც მე გავიხსენე სასამართლოსთან დამოკიდებულებით, ესეთივე დამოკიდებულება რამდენჯერმე ჯერ კიდევ პრემიერის რანგში მაქვს გაცხადებული , რომ ჩვენ არ შეიძლება გახლეჩილი საზოგადოების რანგში ვიმყოფებოდეთ წლების განმავლობაში. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავსაჯოთ ვისაც აქვს კანონი დარღვეული კონკრეტულად , მაგრამ ის ვინც იყო მსხვერპლი იმ სისტემის,რომელიც ერთ კაცზე იყო მორგებული მხოლოდ,მე ასე ვთვლი პირადად, ძალიან ბევრს ეს არ მოსწონს,მაგრამ მე ესე ვთვლი,რომ ერთ კაცზე მორგებული იყო სისტემა. ყველა თანამშრომელი და მონაწილე იყო დანარჩენი მსხვერპლი. მსხვერპლმა სააკაშვილის მსხვერპლმა ბევრმა კანონი დაარღვია და ისინი ციხეშ არიან,მაღალი თანამდებობის პირები და ჩვენ მოვახერხეთ ამთი დასჯა, საზოგადოებას მინდა წარმოდგენა შევუქმნა და შევახსენო კიდევ რად გვიღირდა და დღესაც კიდევ როგორი ფესვები ჰქონდათ მათ. ჩვენ ეს მოვახერხეთ,მაგრამ,პროკურატურა მივიღეთ მთლიანად იქედან დაკომპლექტებული და სასამართლოც და ამისი დვნა გაგვეგრძელებინა, ჩვენ მივიღებდით ახალ უბედურებას და ახალ მოჯადოებულ წრეზე გავაგრძელებდით სვლას. ჩვენი არჩევანი იყო სწორი, ჩვენ მათ მივეცით გამორკვევის საშუალება. უამრავი სახელმწიფო მოხელე დღესაც პოლიციაში და სხვა სამინისტროებშიც მუშაობს ნაციონალური მოძრაობის დროს რომლებიც იყვნენ სამსახურში და ეს ვერ გამოდგება წყალგამყოფად ,ამას ვამბობდი მაშინ და ვიმეორებ დღესაც. ეს ვერ იქნება წყალგამყოფი,ჩვენ თ გვინდა რომ ჩვენ გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება და ერთად ვიბრძოლოთ რომ სახელმწიფო სწორი მიმართლებით განვითარდეს ,ამის მოსურნეები ,ვერ არიან კეთლმოსურნეები, ვინც მიგვანიშნებს,რომ ის იყო და ამიტომ აქ ვეღარ დადგება. ის რომ იქ იყო და მახსოვრობა გვაქვს ,ძალიან კარგია, ამით გუნდა არ არის სავსე, ერთ ორი გამონაკლისი რომ პარტიაშიც მივიღეთ მე ვფიქრობ ესეც სწორი და კარგი პრეცედენტია,რომ ჩვენ კარებს არ ვუხურავთ ამთ. ვინც ნაციონალური მძრაობის დროს სხვადასხვა დონის სამსახურებში იყო,მაგრამ დღეს აღიარებენ,რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი ,ახალაიები არ არიან პოლიტპატიმრები, რომ ის დანაშაული,რაც ჩაიდინა სააკაშვილმა და სააკაშვილი არის სწორედ დევნილი პროკურატურისგან. ამას ყველაფერს ამბობენ,რასაც ვერ ახერხებს ნაციონალური მოძრაობის ვერცერთი წევრი და ვერ ახერხებს ევროპულ;ი საქართველოს ვერცერთი წევრი. ამას ვინც ამბობს და აღიარებს,რომ ის დანაშაულები,რაც მათ ჩიდინეს ,ესენი ამას აღიარებენ,იქ კარები აღარ უნდა იყოს დაკეტილი ჩემი აზრით. და რაც შეეხება პრინციპულობას კიდევ ჩვენი დეპუტატების ,რომლებიც ზარდიაშვილს მუდამ გაიხსენებენ და მათთვის მიუღბელია. მათ პრინციპულობაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ელემენტარული მიზეზის გამო, თ ესენი ესეთი პრინციპულები არიან,როდესაც სიაში შეიტანეს ზარდიაშვილი და მე არ ვაყალიბებდი მაშნ სიას ,მე ძლაინ შორიდან ვაძლევიდ რჩევებს, ,მათი პრინციპულობა სად იყო მაშინ,როდესც სიაში ნახეს,სიით არის შესული ბესელია,სიით არის შესული გედი ფოფხაძე,მაჟორიტარი იყო გოგიჩაიშვილი,რატომ არ ... არა აქვს მნშვნელობა ვინ შეიყვანა. ეს პრინციპული დეპუტატები,როდესაც ნახეს სიაში ,ხომ ნახეს,დამალული ხომ არ იყო, რატომ არ გააცხადეს,მაშინ,რომ ჩვენ ამ სიაში არ შემოვალთ,ჩვენ ამ სიაში არ ჩავიწერებით,სანამ აქ იქნება ზარდიაშვილი. აი მაშინ იქნებოდნენ პრინციპულები,. სად იყვნენ მესამე წელიწადი მთავრდება,სად იყვნენ ამდენ ხანს,რატომ ეხლა გაახსენდათ ზარდიაშვილი, რატომ გაახსენდათ იმ ფონზე ,როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ ნახა ახალი შესაძლებლობა ,რომ დაენგრია სასამართლო და თავისი ენჯეოებით და დიდი შეტევა განახორციელა სასამართლოზე და გრძელდება ეს პროცესი,. რატომ ეხლა ჩაერთვნენ ამ პროცესში, თუ ესეთი პრინციპულები იყვნენ თავის დროზე რატომა რ გამოამჟღავნეს ეს პრინციპულობა ,რატომ არ განაცხადა გედი ფოფხაძემ,რომ მე არ შევალ მაგ სიაში სადაც ზარდიაშვილია. ერთი ხმა არ ამოუღა არცერთს,ყოველ შემთხვევაში არც საჯაროდ და არც შიგნით მე ეს არ გამიგია. სხვებისგან გამიგია,ვიღაცეები ამას აპროტესტებდნენ,მაგრამ არა ესენი. ეს აღარ სჭირდება ტელემაყურებელს. აი ეს მაქვს მხედველობაში სწორედ,რომ დღეს ესენი რეალურად თამაშობენ ნაციონალური მოძრაობის თამაშს.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)