02:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 00:12:50, 1226 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - კაპიტანი გიგაური , რომელიც ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს ენჯეოდ წარმოგვიდგება

საერთაშორისო გამჭვირვალობა მემგონი სადაც გიგაურია, ის კაპიტანი გიგაური , რომელიც ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს ენჯეოდ წარმოგვიდგება ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 “დღეს რამეთუ ტელევიზიით პირველად მიწევს გამოსვლა, მჭირდება, რომ, ეს ტელემაყურებელს შევახსენო. გუნდში  ამაზე გვქონდა მრავალჯერადად მინიშნებაც და შეხსენებაც, ეს არ არის ახალი, მაგრამ 5-10 წუთი დამჭირდება, საზოგადოებას რომ შევახსენო თუ მომცემთ ამის საშუალებას. ის, რომ 2013 წელს გიგაური წერს და ეს საჯაროდ იყო, ახალს არაფერს ვამბობ, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა აირჩიოს და მიგვანიშნებდნენ ქართულ ოცნებას, რომ არ გაბედონ მოსამართლეებს შევეხოთ. იგივე გიგაური დღეს ნახეთ რა დღეშია, როგორ ილაშქრებს და უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიც არის, ყოველდღე პოზიციებს ცვლის, კვლევებზეც გეტყვით, როგორ კვლევებს ატარებს და როგორ ხდება მისი განვითარება, მაგრამ 2013 წელია საინტერესო. ეს არის წლები, როდესაც ისევ კუბლაშვილი მართავს, მეიშვილი მოადგილეა და ყველას ჰქონდა განცდა და მათ რიცხვში ნაციონალურ მოძრაობასაც , რომ სასამართლო ისევ მათი გავლენის ქვეშაა და ალბათ იყო კიდეც, მე თვეებად ვერ დავყოფ ამ პროცესებს, უფრო გვიან, როდესაც მურუსიძემ, იქ ჩინჩალაძეც გამოჩნდა და როგორც ჩანს, ეს გვარები ამორჩეულია ნაციონალური მოძრაობის მიერ და არა ჩვენგან. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის ქართული ოცნების წევრებს მათზე არასდროს აქცენტი არ გაუკეთებიათ, გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში“, -  განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics