|
2019-04-09 19:37:49, 1362 ნახვა
საზოგადოება
9 აპრილის დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება იმართებოდა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები და გვარები ამოიკითხა. არკადი ჭოველიძის თქმით, პრეზიდენტს თამარ ჭოველიძის ხსენება გამორჩა. „როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე და წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა... ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ და მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დამიძახეს. მე ვინ ვარ, არავინ ვარ ცხოვრებაში, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა, ვინ არის ეგ. მე რა ვიცი, რატომ არ ახსენა აბა?! რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა“, - აღნიშნა ჭოველიძის მამამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)